ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 6¹. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა ზოგადი დებულებები

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მინიჭებული აქვთ სავალდებულო (ექსკლუზიური და სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული) და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები.

2.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

3.სახელმწიფო ორგანოთა კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებაზე დაიშვება მხოლოდ სასამართლო წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ საკუთარი ინიციატივით, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით.

5.სახელმწიფო ორგანოების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

6.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ადგილობრივი პირობებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას აქვთ მოქმედების თავისუფლება.

7.სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადგილობრივ ორგანოსა და შესაბამის სამსახურებს მეთოდურ ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას უწევს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61087574767 (და…31756556¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი თვითმმართვ…ქვეყანაში სიღატაკის დო…მობილიზაციის შესახებეროვნული მარეგულირებელ…დასაქმების ხელშეწყობის…