საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

მუხლი 12. საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 18 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.

2.საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურსა და საქართველოს წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და კონფერენციებზე, აგრეთვე მათ ორგანოებში, უფლება აქვთ, საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით უფლებამოსილების წარდგენის გარეშე აწარმოონ მოლაპარაკება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან მოცემული საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ კონფერენციის ფარგლებში. საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1221 - სსმ I, №12, 29.06.2009 წ., მუხ.56 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში უფლებამოსილების წარდგენის გარეშე მოლაპარაკების უფლება გაფართოვდა საქართველოს წარმომადგენლებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, კონფერენციებზე და მათ ორგანოებში, ხოლო მოლაპარაკების ფარგლებად დაემატა კონფერენცია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹16012652111381325111013212
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …საქართველოს საერთაშორი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს ზოგადი ადმ…დიპლომატიური სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა