წყლის შესახებ

მუხლი 84. წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმები

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმების დაწესების მიზანია დადგინდეს წყალზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის გარემოს შენარჩუნებას და ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით წესდება: ა) წყლის მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები; ბ) წყლის ობიექტებში ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიის (ჩაშვების) ზღვრულად დასაშვები ნორმები; გ) წყლის ობიექტების დატვირთვის ნორმები.

2.წყლის მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმებია წყალში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები.

3.მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმებია წყლის ობიექტებში სამრეწველო, საყოფაცხოვრებო-კომუნალური და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვების ნორმები, რომელიც დგინდება გაბინძურების ყოველი კონკრეტული წყაროსათვის მისი ტექნოლოგიური თავისებურებებისა და ადგილმდებარეობის ფონური გაბინძურების გათვალისწინებით იმგვარად, რომ ემისიური ნივთიერებების და მიკროორგანიზმების კონცენტრაციამ ადგილზე არ გადააჭარბოს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დონეს.

4.(ამოღებულია – 25.03.2013, №494).

5.(ამოღებულია – 25.03.2013, №494).

6.წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების, გარემოში მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმების, წყლის ამოღების კვოტების და წყალში მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიის დადგენის წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულია; მე-6 პუნქტში ამოღებულია დროებითი ნორმების (ლიმიტების) დადგენის მითითება და ფორმულირება ახლებურად ჩამოყალიბდა — დადგენის წესი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1418235860³28293011 (დ…29133584
მნიშვნელობით ახლოსგარემოს დაცვის შესახებწყლის რესურსების მართვ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…საქართველოს ადმინისტრა…ატმოსფერული ჰაერის დაც…ნაგავსაყრელის მოწყობის…