Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის შესახებმუხლი 85

წყლის შესახებ

მუხლი 85. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023
თემები:წყლის რესურსებიდაბინძურების კონტროლიგარემოს დაცვის დანაშაულებიენერგეტიკა და კომუნალური მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ წყლის დაცვის ვალდებულებათა შესრულება, წყლის ობიექტებით სარგებლობისა და მათი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა.

2.წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია წყლის ობიექტებით სარგებლობასთან.

3.წყლის გამოყენებისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

4.სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის კანონმდებლობით დადგენილი წყალსარგებლობის წესების, გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან წყლის დაცვის ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულების, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების, წყლის გამოყენების პირველადი და სახელმწიფო აღრიცხვის წარმოებისა და სხვა ვალდებულებათა შესრულებას.

5.წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლის მიზანია: ა) საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და წყლის კანონმდებლობის, წყლის დაცვისა და გამოყენების ინსტრუქციების დაცვა; ბ) წყლის ობიექტების რაციონალური გამოყენება (მათი კომპლექსური გამოყენების მოთხოვნების დაცვის გათვალისწინებით), წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან დაცვა; გ) წყალსამეურნეო სისტემებისა და წყალსაცავების, აგრეთვე წყალსაცავებად გამოყენებული ტბებისა და სხვა წყალსატევების ექსპლუატაციის წესების დაცვა; დ) გამწმენდ ნაგებობათა და მოწყობილობათა მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების წესებისა და პირობების დაცვა; ე) წყალსარგებლობისა და წყალჩაშვების ნორმებისა და წესების, აგრეთვე წყალსარგებლობის დადგენილი რეჟიმის დაცვა; ვ) საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში წყლის დაცვისა და გამოყენების დარგში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვა; ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყალდაცვით ზოლებსა და სანიტარიული დაცვის ზონებში წყლის დაცვის ღონისძიებათა, აგრეთვე წყლის მავნე ზემოქმედების (წყალდიდობა, დატბორვა, შეტბორვა, ნაპირების ნგრევა და სხვა მავნე მოვლენები) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შესრულება; თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის ობიექტებიდან აღებული და მასში ჩაშვებული წყლის რაოდენობის პირველადი აღრიცხვის სწორად წარმოება და ჩაშვებული წყლის ხარისხის განსაზღვრა; წყლის მოხმარებისა და ჩაშვების აღრიცხვისათვის საჭირო მოწყობილობისა და აპარატურის არსებობის უზრუნველყოფა, მისი მდგომარეობის შემოწმება და ამ მოწყობილობისა და აპარატურის სახელმწიფო ატესტაციის დაწესებული ვადის დაცვა.

6.სამინისტროს უფლება აქვს: ა) შეწყვიტოს წყლისა და მისი ობიექტებით თვითნებური, აგრეთვე წყლის დაცვისა და გამოყენების დადგენილი წესების, ვადის, კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა; ბ) გასცეს განკარგულებები წყლის დაცვისა და გამოყენების წესების,კვოტების, ვადისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ; გ) შეაჩეროს სამუშაოები, რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა წყლის დაცვისა და გამოყენების წესები, კვოტები და სხვა მოთხოვნები, ამ დარღვევათა აღმოფხვრამდე.

7.წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.

8.საქართველოს ნორმატიული აქტებით შეიძლება დადგენილ იქნეს წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სხვა მიზნები. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1688 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3093 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2755 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 19 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 19 ივლ. 2018

    85-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ახლა მიუთითებს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტზე და საკანალიზაციო სისტემაში ჩაშვების წესებზე; სიტყვა „მკაცრად“ ამოღებულია.

  2. 11 ივლ. 2018

    მე-3 და მე-7 პუნქტებში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სუბიექტი სამინისტროს სახელწოდებას დაემატა „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა“.

  3. 14 დეკ. 2017

    85-ე მუხლის მე-3 პუნქტში „სამინისტროსთან“ ერთად კონტროლს ახორციელებს მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო მე-7 პუნქტში სასაქონლო პროდუქციის კონტროლი ეკისრება „სამინისტროს“ და ამავე სამინისტროს.

  4. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    85-ე მუხლის მე-7 პუნქტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება ახლა „სოფლის მეურნეობის“ სამინისტროა („სოფლის მეურნეობისა და სურსათის“ ნაცვლად), ხოლო ფრაზა „კონტროლს და ზედამხედველობას“ შეიცვალა „კონტროლსა და ზედამხედველობას“-ით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 84შემდეგი მუხლი 86

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წყლის დაბინძურება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ირიგაციის დავებისერვისის გვერდი
  • კომუნალური რეგულაციების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • წყლის უფლებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ივნ. 2023 · №27

  • 4 ცვლილება · ბოლო 19 ივლ. 2018
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყლის შესახებ

  • 74წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვა
  • 75წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანები
  • 76წყლის და მისი გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 31წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები და კონტროლის ფარგლები
  • 6წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტური ორგანოები
  • 1კანონის მიზანი და ამოცანა

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 62სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი
  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 3 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 30სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 48მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის ამოცანები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
305713627475763 (და…31614885
მნიშვნელობით ახლოსწყლის შესახებწყლის რესურსების მართვ…ცხოველთა სამყაროს შესა…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს გარემოს და…კოლხეთის დაცული ტერიტო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ივნ. 2023 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026