Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებმუხლი 15

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 15

რედაქცია №106 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ფაქტების კონსტატაციის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ : ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ ) პირის სამსახური , დაკავებული თანამდებობა , სამსახურის მისამართი , ტელეფონის ნომერი ; გ) პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, პირთან ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი; დ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა, გადახდილი საფასურის ოდენობა, საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა; ე) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა და გადახდილი საფასურის ოდენობა; ვ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები – ფასიანი ქაღალდის ემიტენტი, მესაკუთრის ვინაობა, ფასიანი ქაღალდის სახეობა, გადახდილი საფასურის ოდენობა, ნომინალი და რაოდენობა, შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა; ზ ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი); თ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა 10 000 ლარს აღემატება, – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა, ფულადი თანხის წყარო და ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში; ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობა და არაპირდაპირი მონაწილეობა. საწარმოს საქმიანობაში პირდაპირი მონაწილეობისას: საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი და მონაწილეობის ფორმა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, წილის პროცენტული ოდენობა, მონაწილეობის პერიოდი და საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოდან მიღებული შემოსავლის ოდენობა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირი მონაწილეობისას: სხვა საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახეობა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), სხვა საწარმოს კაპიტალში ძირითადი საწარმოს წილის პროცენტული ოდენობა; კ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა, − სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური, რომელშიც პირს უკავია/ეკავა თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს, თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე); ლ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება (გარდა მიღებული საჩუქრისა), რომლის საგნის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება, ღირებულების მიუხედავად), – ხელშეკრულების სახეობა, ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა, ორგანო, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება, საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); მ ) პირის , მისი ოჯახის წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში მიღებული საჩუქარი , რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს – საჩუქრის მიმღების ვინაობა , საჩუქრის გადამცემი , გადამცემის მიმღებთან კავშირი , საჩუქრის სახეობა , საჩუქრის საბაზრო ღირებულება ; ნ) საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 3 000 ლარს, ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 5 000 ლარს, ამ მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავლის ან/და გასავლის გარდა, – პირი, მისი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქონდა შემოსავალი ან/და გასავალი, შემოსავლის ან/და გასავლის სახეობა და ოდენობა (ღირებულება); ო ) საიდუმლო გრაფა – ქონების სახეობა ( შინაარსი ) და ქონებასთან დაკავშირებული პირის , მისი ოჯახის წევრის ვინაობა , ქონებასთან პირის , მისი ოჯახის წევრის კავშირი , ქონების საბაზრო ღირებულება ან / და ოდენობა ; პ) დეკლარაციის შევსების თარიღი. საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3 საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25 საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2669-სსმI, №7, 09.03.2010წ., მუხ.28 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3548-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.295 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2019 წლის 4 აპრილის კანონი №4462 – ვებგვერდი, 11.04.2019წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4212 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების მდგომარეობის კონსტატაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №106

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 17—
  • 19—
  • 18—

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 9ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, დეკლარაციის შინაარსი
  • 10ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 25განცხადება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 48ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 178სარჩელის შინაარსი
  • 363¹⁵განცხადების შინაარსი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 82ქონების აღწერა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 355ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 17—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3554825178363¹⁵910191718821715
მითითებამნიშვნელობით ახლოსკორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს პარლამენტი…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო