1.დეკლარაციის „D“ ბლოკის ,,ოჯახის მიწა და სხვა ქონება“, „D1“ პუნქტის – „ფლობთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწას (იჯარით აღებულის ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება ოჯახის მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული (იჯარით აღებულის ჩათვლით) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (შესაბამისი წილი), გარდა საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე მიწის ნაკვეთისა. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მითითებული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაბამისი წილის (მათ შორის, იჯარით აღებულის ჩათვლით) შესახებ ჰექტრების (ჰა) მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი/იჯარა არ არის დარეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჰექტრების (ჰა) მითითებით.
2.დეკლარაციის „D2“ პუნქტის – ,,ჩაწერეთ ოჯახის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (იჯარით აღებულის ჩათვლით) მთლიანი ფართობი” –შევსებისას, მონაცემები უნდა დაფიქსირდეს ჰექტრებში (ჰა).
3.დეკლარაციის „D3“ პუნქტის – ,,გყავთ თუ არა ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი” – დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში ივსება დეკლარაციის „D4“ პუნქტი – ,,რა რაოდენობის შინაური ცხოველი და ფრინველი გყავთ“ – სადაც შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს ოჯახის საკუთრებაში არსებული ზრდასრული (პროდუქტიული) შინაური ცხოველების/ფრინველების რაოდენობა.
4.დეკლარაციის „D5“ პუნქტში - „მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონების რომელ საგნებს ფლობს ოჯახი“ – ფიქსირდება, მხოლოდ მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონების (უცხოური (არასაბჭოთა) წარმოების მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი და/ან ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი) რაოდენობა, რომლითაც სარგებლობს (იჯარით, ქირით, საკუთრების ფორმით) ოჯახი, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ეს საგნები ოჯახის რომელიმე წევრზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 08.06.2017წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 თებერვლის ბრძანება №01-14/ნ- ვებგვერდი, 11.02.2021წ.

