Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 91 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 91 (დანართი 1). ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დეკლარაციის „I ნაწილში“ აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი. თანდართული  დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობა. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და  სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3.დეკლარაციის „II ნაწილი“ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4.დეკლარაციის „ III ნაწილის“: ა) პირველ პუნქტში აისახება მონაცემები გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის ოჯახის წევრის (წევრების) შესახებ და ივსება იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ავსებს საოჯახო დეკლარაციას; ბ) მე-2 პუნქტში მიეთითება ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ჯამი. აღნიშნული მიზნით უჯრა, რომელიც შეესაბამება დეკლარანტის ოჯახის ჯამურ შემოსავლებს (არ აღემატება 100 000 ლარს; აღემატება 100 000 ლარს) აღინიშნება „V“ ნიშნით.

5.დეკლარაციის „IV ნაწილში“ განისაზღვრება მიწაზე ქონების წლიური გადასახადის ოდენობა. ამასთან, თუ დეკლარაცია საოჯახოა მასში აისახება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული დასაბეგრი ქონებაც (მიწა), სხვა შემთხვევაში, მასში აისახება მხოლოდ გადასახადის გადამხდელი ფიზიკურის პირის ქონება (მიწა). ა) მე-2 სვეტში: მიწის ტიპი –მიეთითება მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო- სამეურნეო,   არასასოფლო-სამეურნეო, ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის გამოყოფილი მიწები, ტყის მიწები ან ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით), კატეგორია (სახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე), სათიბები (მათ შორის ბუნებრივი   და   გაკულტურებული), საძოვრები (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული), საკარმიდამო, ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით); ბ) მე-3  სვეტში:  „მდებარეობა“-  მიეთითება  იმ ადგილობრივი  თვითმმართველობის სუბიექტის  დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი (მიწის ნაკვეთი); გ) მე-4 სვეტში: „ფართობი“- აისახება მიწის ნაკვეთის ფართობი: სასოფლო–სამეურნეო მიწის შემთხვევაში – ჰა-ში,  არასასოფლო–სამეურნეო მიწის შემთხვევაში – კვ.მ -ში; დ) მე-5 სვეტში: „შეღავათი“ – მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი. ე)  მე-6   სვეტში:    „ფართობი,   რომელზეც არ    ვრცელდება   შეღავათი“    მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი. ვ) მე-7 სვეტში: „გადასახადის განაკვეთი (ლარი)“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მიეთითება ქონების   ადგილმდებარეობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემოღებული ქონების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი. ზ) მე-8 სვეტში: „ქონების გადასახადი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის შესაბამისად. თ) დეკლარაციის „IV ნაწილში“ მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ აისახება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით 1 აპრილის მდგომარეობით.

6.თუ გადასახადის გადამხდელი მხოლოდ მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის მიზნით   ავსებს   ფიზიკური   პირის   ქონების   გადასახადის   წლიურ   დეკლარაციას,   არ შეივსება დეკლარაციის  V ნაწილი.

7.დეკლარაციის „V ნაწილში“ განისაზღვრება ქონების გადასახადი დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა), მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე (გარდა მიწისა) და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით მისი განაწილება. ა) თუ დეკლარაცია საოჯახოა „V ნაწილში“ აისახება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული, მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული დასაბეგრი ქონებაც,  სხვა  შემთხვევაში  მასში აისახება    მხოლოდ   გადასახადის    გადამხდელი ფიზიკურის პირის ქონება. ბ) მე-2 სვეტში: „ქონების ტიპი“ მიეთითება: ბ.ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი (საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი), ან/და იახტები (კატარღები) შვეულმფრენები, თვითმფრინავები და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ ავტომობილები. ბ.ბ) არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებულ ქონება; ბ.გ)   ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება. გ) მე-3 სვეტში: „მდებარეობა“ მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის  დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ ავტომობილებთან მიმართებაში აღნიშნულ გრაფაში მიეთითება დეკლარაციის წარმომდგენი პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვისას მითითებული მისამართის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის  დასახელება. დ) მე-4 სვეტში: „დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება (ლარი)” აისახება: დ.ა)   ადგილობრივი   თვითმმართველობის    შესაბამისი    სუბიექტის    ტერიტორიაზე არსებული გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონების ან/და ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების საბაზრო ღირებულება საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის; დ.ბ) ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების შემთხვევაში (მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, საოფისე ინვენტარი და სხვა) მიეთითება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება ჯამურად, საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის; ე) მე-5 სვეტში: „შეღავათი“ – მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი; ვ) მე-6 სვეტში: „ქონების ღირებულება შეღავათის გათვალისწინებით“ – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით შემცირებული ქონების ღირებულება; ზ) მე-7   სვეტში:   „საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის პერიოდი (თვე)“ – მიეთითება საგადასახადო წლის განმავლობაში, ფიზიკური პირის საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული დასაბეგრი ქონების ფიზიკური პირის საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის თვეების რაოდენობა. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თვე ჩაითვლება სრულ თვედ, თუ ფიზიკურ პირს დაბეგვრის ობიექტი საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია შესაბამისი თვის 15 რიცხვის მდგომარეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული თვე მხედველობაში არ მიიღება. ამასთან, თუ დასაბეგრი ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა მოხდება თვის 15 რიცხვში, ჩაითვლება, რომ დაბეგვრის ობიექტი მოცემულ თვეში საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია ქონების მიმღებს; თ) მე-8 სვეტში: „გადასახადის განაკვეთი %“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მიეთითება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემოღებული ქონების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი; ი) მე-9 სვეტში: „ქონების გადასახადი (ლარი)“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის და ამ ტერიტორიაზე არსებული დასაბეგრი ობიექტის ღირებულების შესაბამისად; კ) დეკლარაციის „V ნაწილში“ მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ აისახება წინა საგადასახადო წლის მიხედვით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 იანვრის ბრძანება №18 – ვებგვერდი, 25.01.2013წ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №261 – ვებგვერდი,07.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 7 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 08.06.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №318 - ვებგვერდი, 09.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №400 · ძალაშია 9 ოქტ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 90 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 92 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 14 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 88 (დანართი 1)საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
  • 33 (დანართი 1)საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
  • 38 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 205ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა
  • 67საგადასახადო დეკლარაცია
  • 203მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 15
  • 17

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 5დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

  • 6ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 32

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 9ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, დეკლარაციის შინაარსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
325915172056720388 (დ…33 (დ…38 (დ…691 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…ამნისტიისა და არადეკლა…უცხოური გავლენის გამჭვ…მოქალაქეთა პოლიტიკური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026