Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 82

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 82. ქონების აღწერა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:ფაქტების კონსტატაციის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დაინტერესებული პირის მოთხოვნით ნოტარიუსი ადგენს ქონების აღწერის აქტს, რომელშიც უნდა მიუთითოს: ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი; ბ) ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი; გ) აქტის შედგენის საფუძველი; დ) აღწერის დამსწრე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები; ე) მამკვიდრებლის ვინაობა; ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მათი განმასხვავებელი ნიშნები (წონა, მეტრაჟი, ცვეთა და სხვა); ზ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების შეფასება. თ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა რომელი საგნები ან/და სადგომები დაილუქა და რამდენი ბეჭედი დაედო ლუქს; ი) იმ პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები, ვისაც გადაეცა ქონება შესანახად; კ) აღწერილი ქონების შენახვის ვადა; ლ) განმარტება, რომ ქონების შემნახველს ნოტარიუსმა განუმარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისა და გადაცემული ქონების გასხვისების, გაფლანგვის, ან გადამალვისათვის პასუხიმგებლობის შესახებ; მ) აღწერის დამსწრე პირების შენიშვნები და განცხადებანი. ამ შენიშვნაზე ნოტარიუსის განკარგულებანი; ნ) აღწერის დაწყებისა და დასრულების დრო.

2.ნოტარიუსი ვალდებულია აღწერის აქტში შეიტანოს აღწერისას აღმოჩენილი ნივთები, რომლებიც ამოღებულია ბრუნვიდან, ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ნივთები მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს პოლიციის ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.

3.ქონების აღწერისას ქონებას აფასებს ნოტარიუსი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით. ნოტარიუსს უფლება აქვს შეფასება დაავალოს ექსპერტს და /ან აუდიტორს.

4.ქონების აღწერის აქტს ხელი უნდა მოაწეროს აღწერაზე დამსწრე პირებმა და ნოტარიუსმა.

5.ქონების აღწერას ნოტარიუსის გარდა უნდა დაესწროს ის პირი, რომლის განცხადებითაც მიღებული იქნა დადგენილება ქონების აღწერის შესახებ, აგრეთვე ორი ნეიტრალური პირი, რომელიც აკმაყოფილებს მოწმისათვის დადგენილ კრიტერიუმებს. ნოტარიუსი უფლებამოსილია, ქონების აღწერისას მოიწვიოს შესაბამისი უბნის პოლიციის წარმომადგენელი და დაასწროს აღწერას.

6.თუ ქონების აღწერა გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან წყდება, აღწერის აქტში უნდა მიეთითოს აღწერის შეწყვეტისა და განახლების მიზეზები და დრო, აგრეთვე ლუქისა და ბეჭდის მდგომარეობა აღწერის განახლებისას.

7.აღწერის აქტი ინახება სანოტარო ბიუროში. აქტის დამოწმებული ასლები მიეცემა დაინტერესებულ პირს, ვისი განცხადებითაც აღიწერა ქონება, და იმ პირს, რომელსაც შესანახად მიებარა აღწერილი ქონება.

წინა მუხლი 81შემდეგი მუხლი 83

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების მდგომარეობის კონსტატაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-20 · №23

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 64დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება
  • 40აქტებისა და სხვა დოკუმენტების შენახვა
  • 94დოკუმენტების დეპოზიტში მიღება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 48ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი
  • 42მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა

ნოტარიატის შესახებ

  • 38სანოტარო მოქმედება
  • 15განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1497ქონების აღწერა
  • 435დეპონირებული ქონების გადაცემა კრედიტორისათვის
  • 306⁵აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 157ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 15—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48421497435306⁵15157381564409482
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…ნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო