1.დეკლარაციის „I ნაწილში“ აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
2.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. თანდართული დამადასტურებელი (საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის) დოკუმენტების რაოდენობა. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
3.დეკლარაციის „ II ნაწილი“ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
4.დეკლარაციის III ნაწილში განისაზღვრება ქონების გადასახადი დასაბეგრი ობიექტის (გარდა მიწისა) მდებარეობის მიხედვით. მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით: ა) მე-3 სვეტში: „ქონების დასახელება“ – მიეთითება გადასახადით დაბეგვრის ობიექტები ქონების სახეობათა მიხედვით; ბ) მე-4 სვეტში: „ტერიტორიული ერთეული“ – მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია (ირიცხება) დასაბეგრი ობიექტი; გ) მე-5 სვეტში: ,,ქონების მიღების წელი (ივსება უძრავ ქონებაზე)“ – მიეთითება უძრავი ქონების მიღების წელი; დ) მე-6 სვეტში: „ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება“– მიეთითება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), ამასთან: დ.ა) საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის, გარდა სალიზინგო კომპანიისა, ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში; დ.ბ) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების მიხედვით (არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით). შენიშვნა: 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები. ე) მე-7 სვეტში: „უძრავი ქონების აფასების კოეფიციენტი“ – მიეთითება ქონების ღირებულების გამადიდებელი კოეფიციენტები საწარმოს/ორგანიზაციის მიერ 2004 წლის ჩათვლით მიღებულ უძრავ ქონებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით; ვ) მე-8 სვეტში: „თანხა“ – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათის ოდენობა. შენიშვნა: საერთაშორისო კომპანიასთან მიმართებაში, აღნიშნულ სვეტში მიეთითება ქონების გადასახადის თანხა კალენდარული წლის განმავლობაში იმ თვეების პროპორციულად, რამდენ თვეშიც პირი ითვლებოდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონედ. მაგალითი: საწარმოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა 2021 წლის 5 მაისს, შესაბამისად, იგი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონედ ითვლებოდა 2021 წლის 1 მაისიდან. საწარმოს დასაბეგრი ქონების ღირებულება წლის დასაწყისში შეადგენს 100 000 ლარს, ხოლო წლის ბოლოსთვის – 140 000 ლარს. შესაბამისად, ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება (სვ.
6)შეადგენს 120 000 ლარს ((100000 ლარი + 140000 ლარი):
2), ხოლო საგადასახადო შეღავათის თანხა (სვ.
8)– 80 000 ლარს (120000:12X8); ზ) მე-9 სვეტში: „შეღავათის საფუძველი“ – მიეთითება საგადასახადო შეღავათის საფუძველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმა; თ) მე-10 სვეტში: „გადასახადოს განაკვეთი“ – მიეთითება დასაბეგრი ობიექტის მდებარეობის (აღრიცხვის) მიხედვით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის პროცენტული განაკვეთი; ი) მე-11 სვეტში: „გადასახადის თანხა“ – მიეთითება გადასახადის თანხა, რომელიც გამოიანგარიშება ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის და ამ ტერიტორიაზე არსებული დასაბეგრი ობიექტის ღირებულების შესაბამისად; კ) მე-12 სვეტში: „საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხული მიმდინარე გადასახდელი“ – აისახება ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით საანგარიშო წელს დარიცხული მიმდინარე გადასახდელის ოდენობა; ლ) მე-13 სვეტში: აისახება ამ დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახადის თანხასა (სვ. 11, ან სვ.15-ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიმდინარე გადასახდელის (სვ.12) თანხას შორის სხვაობა, მათ შორის: ლ.ა) დადებითი სხვაობა ექვემდებარება დამატებით დარიცხვას; ლ.ბ) უარყოფითი სხვაობა ექვემდებარება შემცირებას; ლ 1 ) მე-14 სვეტში: „საწარმოს/ორგანიზაციის არსებობის პერიოდი“ – ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო/ორგანიზაცია არსებობს (დაფუძნდა, გაუქმდა და ა.შ.) არასრული კალენდარული წელი და მასში მიეთითება საგადასახადო წლის განმავლობაში საწარმოს/ორგანიზაციის არსებობის თვეების რაოდენობა. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია თვის დასაწყისიდან 15 რიცხვის ჩათვლით, ან მოხსნილია რეგისტრაციიდან თვის 15 რიცხვის შემდეგ, მაშინ გადასახადის გაანგარიშებისას სარეგისტრაციო და რეგისტრაციის გაუქმების თვე ჩაითვლება სრულ თვედ. წინააღმდეგ შემთვევაში, აღნიშნული თვე მხედველობაში არ მიიღება; ლ 2 ) მე-15 სვეტში: „გადასახადის თანხა არსებობის პერიოდის გათვალისწინებით“ – მიეთითება ქონების გადასახადის თანხა კალენდარული წლის განმავლობაში საწარმოს/ორგანიზაციის არსებობის თვეების პროპორციულად (სვ.11 : 12 X სვ.14). შენიშვნა: მომდევნო საანგარიშო წელს საწარმოს მიმდინარე გადასახდელის თანხა განისაზღვრება სრულ წელზე გაანგარიშებით (სვ.11), თუ არ დადგა სსკ-ის 205-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა. მაგალითი: საწარმომ რეგისტრაცია გაიარა 2018 წლის 22 თებერვალს. აღნიშნული პერიოდისთვის მისი დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ხოლო საანგარიშო წლის ბოლოსთვის – 110 000 ლარს. შესაბამისად, ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება (სვ.
6)შეადგენს 105000 ლარს ((100000 ლარი + 110000 ლარი):
2), ხოლო ქონების წლიური გადასახადის თანხა (სვ.11) – 1050 ლარს. საწარმოს/ორგანიზაციის არსებობის პერიოდის მიხედვით (10 თვე, სვ.14), 2018 წლის ქონების გადასახადის თანხა (სვ.
15)შეადგენს 875 ლარს (1050: 12 X 10). ამ მაგალითის პირობებში, საწარმოს 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის სახით დაერიცხება 1050 ლარი. მ) მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
5.დეკლარაციის „IV ნაწილით“ განისაზღვრება: ა) მიწაზე ქონების გადასახადის წლიური ოდენობა და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ობიექტების ტერიტორიების მიხედვით მისი განაწილება; ბ) მე-2 სვეტში: „ტერიტორიული ერთეულის დასახელება, მიწის ნაკვეთის მდებარეობა (მისამართი)” – მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი (მიწის ნაკვეთი) და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) მე-3 სვეტში: „ სახეობა და აღწერილობა (კატეგორია, ხარისხი)” – მიეთითება მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო; არასასოფლო-სამეურნეო), კატეგორია (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვრები) და ხარისხი (კარგი, მწირი, გაკულტურებული); დ) მე-4 სვეტში: „ ფართობი (ჰა; კვ.მ)” – კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით მიეთითება: დ.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში – ფართობი (ჰექტრებში); დ.ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში – ფართობი (კვადრატულ მეტრებში). ე) მე-5 სვეტში: „დაბეგვრის ობიექტის ფართობი საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით” – მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი. ვ) მე-6 სვეტში: „ საგადასახადო შეღავათის საფუძველი” – მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი. ზ) მე-7 სვეტში: „გადასახადის განაკვეთი” – დასაბეგრი ობიექტის მდებარეობის გათვალისწინებით აისახება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სუბიექტების ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის განაკვეთი. თ) მე-8 სვეტში: „ქონების გადასახადი (ლარი)”– აისახება კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადის ოდენობა. რაც ჯამში საგადასახადო წელს დარიცხულ ქონების გადასახადს განსაზღვრავს; ი) უჯრაში: „წარმოდგენილია მიწის ხარისხის, შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტი” – მიეთითება საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) დეკლარაციის „ IV ნაწილში“ მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ აისახება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით 1 აპრილის მდგომარეობით; ლ) მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
6.დეკლარაციის „V ნაწილი” ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
7.ადგილობრივი თვითმმართველი სუბიექტების ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გადასახადელი ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულებები აისახება დანართი NI-20 3 -ში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №437 – ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №117 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №223 - ვებგვერდი, 11.07.2022წ.

