კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 21²

რედაქცია №107 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო 2009 წლის 1 აგვისტოდან . სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ .

2.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2009 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს რეორგანიზაცია . ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს უფლებამონაცვლე .

3.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა .

4.ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას .

5.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის .

6.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის .

7.2009 წლის 1 აგვისტომდე თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ .

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო 2009 წლის 1 აგვისტოდან . სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ . 2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2009 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს რეორგანიზაცია . ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს უფლებამონაცვლე . 3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა . 4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას . 5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის . 6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის . 7. 2009 წლის 1 აგვისტომდე თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 18 აგვ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ნოე. 1997 – 1 აგვ. 2009 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35113²1133212152126 (და…27021²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კორუფციის წინააღმდეგ ბ…სამოქალაქო უსაფრთხოები…სახელმწიფო სერვისების …სააღსრულებო წარმოებათა…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №107 · ბოლოს შემოწმდა