საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 35. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება.

2.გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება.

3.თავშესაფრის მაძიებელთან მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე ურთიერთობისათვის გასაუბრების პროცესი უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს თარჯიმნის მომსახურებით.

4.უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

5.თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების დროის შესახებ ეცნობება 3 სამუშაო დღით ადრე, ამ ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. მას გასაუბრების დროის შესახებ შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების დროის შესახებ ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით აცნობებს, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეადგინოს შესაბამისი კომუნიკაციის ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი, ხოლო აღნიშნული კომუნიკაციის თარჯიმნის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში – აგრეთვე თარჯიმანი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი.

6.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადაში თავშესაფრის მაძიებლის გამოუცხადებლობის ან მისი ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო შეწყვეტილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა განახლდება, თუ თავშესაფრის მაძიებელი დაუკავშირდება სამინისტროს ან გამოცხადდება სამინისტროში და წარადგენს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ ინფორმაციას.

7.თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებისას საჭიროების შემთხვევაში მასზე დასწრების უფლება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს, ხოლო თუ თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სხვა საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება – მის ადვოკატს.

8.შესაძლებლობის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს იმავე სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით, თუ თავშესაფრის მაძიებელმა განსხვავებული სქესის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან გასაუბრება ან თარჯიმნის მომსახურება არ მოითხოვა.

9.ამ კანონის 29-ე მუხლით დადგენილ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადებში თავშესაფრის მაძიებელს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, განმარტოს ის გარემოებები, რომლებიც შესაძლოა ამ განცხადებას აკლდეს ან/და შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი იყოს, აგრეთვე მის მიერ მიწოდებულ ფაქტებსა და სხვა წყაროებიდან მიღებულ შესაბამის ინფორმაციას (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას) შორის შეუსაბამობა/წინააღმდეგობა.

10.გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება ფიქსირდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. გასაუბრების აუდიოჩანაწერი თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება. ამ პუნქტის საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1567 – ვებგვერდი, 17.05.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. 2. გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. 3. თავშესაფრის მაძიებელთან მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე ურთიერთობისათვის გასაუბრების პროცესი უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს თარჯიმნის მომსახურებით. 4. უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში. 5. თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების დროის შესახებ ეცნობება 3 სამუშაო დღით ადრე, ამ ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. მას გასაუბრების დროის შესახებ შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების დროის შესახებ ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით აცნობებს, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეადგინოს შესაბამისი კომუნიკაციის ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი, ხოლო აღნიშნული კომუნიკაციის თარჯიმნის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში – აგრეთვე თარჯიმანი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი. 6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადაში თავშესაფრის მაძიებლის გამოუცხადებლობის ან მისი ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო შეწყვეტილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა განახლდება, თუ თავშესაფრის მაძიებელი დაუკავშირდება სამინისტროს ან გამოცხადდება სამინისტროში და წარადგენს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ ინფორმაციას. 7. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებისას საჭიროების შემთხვევაში მასზე დასწრების უფლება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს, ხოლო თუ თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სხვა საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება – მის ადვოკატს. 8. შესაძლებლობის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს იმავე სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით, თუ თავშესაფრის მაძიებელმა განსხვავებული სქესის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან გასაუბრება ან თარჯიმნის მომსახურება არ მოითხოვა. 9. ამ კანონის 29-ე მუხლით დადგენილ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადებში თავშესაფრის მაძიებელს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, განმარტოს ის გარემოებები, რომლებიც შესაძლოა ამ განცხადებას აკლდეს ან/და შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი იყოს, აგრეთვე მის მიერ მიწოდებულ ფაქტებსა და სხვა წყაროებიდან მიღებულ შესაბამის ინფორმაციას (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას) შორის შეუსაბამობა/წინააღმდეგობა. 10. გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება ფიქსირდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. გასაუბრების აუდიოჩანაწერი თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება. ამ პუნქტის საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1567 – ვებგვერდი, 17.05.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 17 მაი. 2022

    35-ე მუხლის მე-5 პუნქტში გასაუბრების დროის შეტყობინების ფორმად განისაზღვრა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება, დამატებითი შეტყობინება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით და ვებგვერდზე განთავსების წესის დადგენა მინისტრის უფლებამოსილებად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3821¹²⁹21¹¹⁴21¹¹⁹1852¹294250515341¹41484935
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…ქალთა მიმართ ძალადობის…