Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 29

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 29. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ჩვეულებრივი წესით უნდა განიხილოს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით, თუ: ა) გამოვლინდა რთული ფაქტობრივი და იურიდიული საკითხები; ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტროს ერთდროულად მრავალმა უცხოელმა ან/და მოქალაქეობის არმქონე პირმა წარუდგინა, რაც ართულებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების 6 თვის ვადაში განხილვას.

2.შესაბამისი დასაბუთების არსებობისას, გამონაკლისის სახით, საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით, რათა საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ადეკვატურად და სრულყოფილად იქნეს განხილული.

3.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეიძლება გადავადდეს, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ ვადებში განხილვა შეუძლებელია წარმოშობის ქვეყანაში დროებით გაურკვეველი მდგომარეობის არსებობის გამო. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია: ა) 6 თვეში ერთხელ შეისწავლოს წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა; ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელს ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების მიზეზი.

4.ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 21 თვეს.

5.თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ 6 თვის ვადაში განხილვა შეუძლებელია, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელს ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, აგრეთვე გაგრძელების მიზეზი და ვადა, რომლითაც გაგრძელდა განხილვა.

6.გაძევების პროცედურაში მყოფი პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იქნეს მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

7.ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

8.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში.

წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №11

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 42საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერება, შეწყვეტა და განახლება
  • 30საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა
  • 41საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 37საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები
  • 48საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა
  • 42საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁶საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა
  • 21¹¹⁵საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 16განცხადების განხილვის ვადა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 40¹²პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁶21¹¹⁴21¹¹⁵1640¹²52¹352742304137484229
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…სამოქალაქო აქტების შეს…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025