საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 50. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს შეუწყდება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვით; გ) მან მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა თავისი წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობა; დ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით; ე) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო; ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე, რადგანაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ზ) იგი მიმართავს სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებით; თ) ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით მასთან დაკავშირება, ამასთანავე, მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი; ი) იგი გარდაიცვალა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე, თუ, ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს წარმოშობის ქვეყნის მფარველობით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზი.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსი შეწყდება ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ.

4.პირისათვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების საფუძველია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირს შეუწყდება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვით; გ) მან მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა თავისი წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობა; დ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით; ე) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო; ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე, რადგანაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ზ) იგი მიმართავს სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებით; თ) ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით მასთან დაკავშირება, ამასთანავე, მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი; ი) იგი გარდაიცვალა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე, თუ, ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს წარმოშობის ქვეყნის მფარველობით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსი შეწყდება ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ. 4. პირისათვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების საფუძველია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101010118231821203560176150
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ოკუპირებულ…უცხოელთა და მოქალაქეობ…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…უცხოეთში მცხოვრები თან…