საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 42. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერება, შეწყვეტა და განახლება

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უფლებამოსილი თანამდებობის პირი აჩერებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვას, თუ ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირება და მას არ გადაუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ამ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა 6 თვით შეჩერდება.

2.უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ თავშესაფრის მაძიებელი: ა) ამ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას; ბ) სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს; გ) არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ არ გამოცხადდება; დ) საქართველოს დატოვებს, საცხოვრებელ ადგილს გამოიცვლის და ამის შესახებ სამინისტროს 3 თვის ვადაში არ აცნობებს; ე) თითის ანაბეჭდების აღებაზე უარს განაცხადებს; ვ) გარდაიცვლება; ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი ვადის გასვლამდე არ გამოცხადდება სამინისტროში.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფსიქიკური აშლილობის მქონე თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა არ შეწყდება.

4.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების ან შეწყვეტის შემდეგ სამინისტროში გამოცხადებულ თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს გამოუცხადებლობის მიზეზი, ხოლო საპატიო მიზეზის მითითების შემთხვევაში მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განახლდეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი აჩერებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვას, თუ ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირება და მას არ გადაუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ამ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა 6 თვით შეჩერდება. 2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ თავშესაფრის მაძიებელი: ა) ამ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას; ბ) სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს; გ) არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ არ გამოცხადდება; დ) საქართველოს დატოვებს, საცხოვრებელ ადგილს გამოიცვლის და ამის შესახებ სამინისტროს 3 თვის ვადაში არ აცნობებს; ე) თითის ანაბეჭდების აღებაზე უარს განაცხადებს; ვ) გარდაიცვლება; ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი ვადის გასვლამდე არ გამოცხადდება სამინისტროში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფსიქიკური აშლილობის მქონე თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა არ შეწყდება. 4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების ან შეწყვეტის შემდეგ სამინისტროში გამოცხადებულ თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს გამოუცხადებლობის მიზეზი, ხოლო საპატიო მიზეზის მითითების შემთხვევაში მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განახლდეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁶21¹¹⁵21¹¹⁴403530352¹66¹354141¹37494842
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს საერთაშორი…საქართველოს საგადასახა…