Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 53

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 53. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურას იწყებს სამინისტრო.

2.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა შეატყობინოს მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ.

3.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს თითოეულ სრულწლოვან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან ინდივიდუალური გასაუბრების ჩატარება მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყებიდან 1 თვის ვადაში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს ინფორმაცია და განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზედაც დაიწყო მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისათვის შესაბამისი სტატუსის გახანგრძლივების საჭიროებას.

4.თუ ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავშირება, ან ეს პირი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა განხორციელდება არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

5.თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუკავშირდება სამინისტროს, გამოცხადდება სამინისტროში და წარადგენს სათანადო განმარტებებს გამოუცხადებლობის მიზეზთან დაკავშირებით, მათი გამოკვლევის შედეგად უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის შესახებ.

6.შესაძლებლობის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მქონე პირს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს იმავე სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით.

7.საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის/ადვოკატის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანდასწრებით.

8.გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება უნდა დაფიქსირდეს წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა გასაუბრების მასალები საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეში უნდა შეინახოს. ამ პუნქტის საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

9.საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხზე გასაუბრების მიმდინარეობისას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს როგორც თავის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც უტყუარად ასაბუთებს ამ პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის კანონიერებას, ისე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები.

10.საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დასრულებამდე ამ პირს აქვს მის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა.

წინა მუხლი 52შემდეგი მუხლი 54

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტერპოლის გავრცელების ამოშლა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერპოლის წითელი შენიშვნის ამოშლა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №11

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 54საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება
  • 52საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები
  • 55წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 62საერთაშორისო დაცვის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები
  • 30ძირითადი პროცედურული სტანდარტები
  • 48საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁵საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

  • 7უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 10პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁵21¹¹⁴1052¹3554525541¹762304853
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…უცხოური გავლენის გამჭვ…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025