Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 90

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 90. აქტიური რეზერვის პირობები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.პირი აქტიურ რეზერვში ნებაყოფლობით მიიღება.

2.აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთან ფორმდება კონტრაქტი. იგი ინიშნება თანამდებობაზე და ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი.

3.აქტიურ რეზერვში მყოფი პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს სპეციალური მომზადება, გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს მითითებულ დროსა და ადგილას, შეასრულოს კონტრაქტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები.

4.აქტიურ რეზერვში მყოფი პირის აღრიცხვას ახორციელებენ თავდაცვის ძალები სამხედრო მოსამსახურის აღრიცხვისთვის დადგენილი წესით.

5.აქტიური რეზერვისტი თანამდებობაზე ინიშნება მინიჭებული სამხედრო წოდებით, ხოლო სამხედრო წოდების არქონის შემთხვევაში მას ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება.

6.აქტიურ რეზერვში მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კატეგორიის პირთათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესი, კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

7.აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა რაოდენობას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8.აქტიური რეზერვისტის გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც იგი ირიცხება. აქტიური რეზერვისტი შეიძლება გამოძახებულ იქნეს ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

9.აქტიური რეზერვისტის უფლება-მოვალეობები, კონტრაქტის ვადა, შრომის ანაზღაურების პირობები, აგრეთვე კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტით. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

10.აქტიური რეზერვისტის შრომის ანაზღაურება, აგრეთვე მის მატერიალურ უზრუნველყოფასა და სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

11.აქტიური რეზერვისტის გამოძახების და მის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა ან/და საგანგებო მდგომარეობისა და საგანგებო სიტუაციისა, აგრეთვე დამატებითი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისა.

12.აქტიური რეზერვისტი სარგებლობს სამხედრო მოსამსახურის სტატუსით და სამხედრო სამსახურის გავლის დროს მასზე ვრცელდება პროფესიულ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებული ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

13.აქტიური რეზერვისტი ვალდებულია საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, გამოძახებისთანავე გამოცხადდეს შესაბამის ქვედანაყოფში.

14.თუ აქტიური რეზერვისტი საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამის ქვედანაყოფში ვერ ცხადდება, იგი ვალდებულია გამოცხადდეს თავდაცვის ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში/ქვედანაყოფში, რაც აღნიშნული სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელშიც აქტიური რეზერვისტი გადის სამსახურს, ხოლო თუ აქტიური რეზერვისტი ვერ ცხადდება თავდაცვის ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში/ქვედანაყოფში, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო სამსახურში და მიიღოს თავისი ხელმძღვანელობის ინფორმირებისთვის საჭირო ზომები. ამ შემთხვევაში აქტიური რეზერვისტის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიყვანას უზრუნველყოფს სამინისტრო.

15.პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება, თუ მან აქტიურ რეზერვში იმსახურა არანაკლებ 3 წლისა. ამ პერიოდში პირთან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამასთანავე, მას შეუნარჩუნდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირი აქტიურ რეზერვში ნებაყოფლობით მიიღება. 2. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთან ფორმდება კონტრაქტი. იგი ინიშნება თანამდებობაზე და ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. 3. აქტიურ რეზერვში მყოფი პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს სპეციალური მომზადება, გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს მითითებულ დროსა და ადგილას, შეასრულოს კონტრაქტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები. 4. აქტიურ რეზერვში მყოფი პირის აღრიცხვას ახორციელებენ თავდაცვის ძალები სამხედრო  მოსამსახურის აღრიცხვისთვის დადგენილი წესით. 5. აქტიური რეზერვისტი თანამდებობაზე ინიშნება მინიჭებული სამხედრო წოდებით, ხოლო სამხედრო წოდების არქონის შემთხვევაში მას ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება. 6. აქტიურ რეზერვში მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კატეგორიის პირთათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესი, კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 7. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა რაოდენობას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 8. აქტიური რეზერვისტის გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც იგი ირიცხება. აქტიური რეზერვისტი შეიძლება გამოძახებულ იქნეს ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 9. აქტიური რეზერვისტის უფლება-მოვალეობები, კონტრაქტის ვადა, შრომის ანაზღაურების პირობები, აგრეთვე კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტით. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. 10. აქტიური რეზერვისტის შრომის ანაზღაურება, აგრეთვე მის მატერიალურ უზრუნველყოფასა და სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 11. აქტიური რეზერვისტის გამოძახების და მის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა ან/და საგანგებო მდგომარეობისა და საგანგებო სიტუაციისა, აგრეთვე დამატებითი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისა. 12. აქტიური რეზერვისტი სარგებლობს სამხედრო მოსამსახურის სტატუსით და სამხედრო სამსახურის გავლის დროს მასზე ვრცელდება პროფესიულ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებული ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. 13. აქტიური რეზერვისტი ვალდებულია საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, გამოძახებისთანავე გამოცხადდეს შესაბამის ქვედანაყოფში. 14. თუ აქტიური რეზერვისტი საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამის ქვედანაყოფში ვერ ცხადდება, იგი ვალდებულია გამოცხადდეს თავდაცვის ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში/ქვედანაყოფში, რაც აღნიშნული სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელშიც აქტიური რეზერვისტი გადის სამსახურს, ხოლო თუ აქტიური რეზერვისტი ვერ ცხადდება თავდაცვის ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში/ქვედანაყოფში, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო სამსახურში და მიიღოს თავისი ხელმძღვანელობის ინფორმირებისთვის საჭირო ზომები. ამ შემთხვევაში აქტიური რეზერვისტის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიყვანას უზრუნველყოფს სამინისტრო. 15. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება, თუ მან აქტიურ რეზერვში იმსახურა არანაკლებ 3 წლისა. ამ პერიოდში პირთან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამასთანავე, მას შეუნარჩუნდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2025

    90-ე მუხლში კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა აღარ არის დაკავშირებული „არასაპატიო მიზეზთან“ და ეხება ამ პერიოდში გაფორმებულ კონტრაქტს; წოდება შენარჩუნდება.

  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2023

    90-ე მუხლის შესაბამის წინადადებაში „არ უნარჩუნდება“ შეიცვალა „უნარჩუნდება“-ით: სარეზერვო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება პირს ეძლევა შენარჩუნებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 89შემდეგი მუხლი 91

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 2 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2025
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 107სოციალური და სხვა გარანტიები
  • 30სამხედრო მოსამსახურის სტატუსი
  • 109საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოელის სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღების წესი

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 6აქტიური სარეზერვო სამსახურის საერთო პირობები
  • 25სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვა
  • 14სამობილიზაციო რეზერვში გამოძახებული პირის უფლებამოსილება

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 31სამხედრო სამსახური
  • 13სამხედრო აღრიცხვის სახეები
  • 16პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

  • 14 (დანართი 1)მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა უფლებამოსილება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 105მოხელეთა რეზერვი

პენიტენციური კოდექსი

  • 11პირის სამსახურში მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31131610514 (დ…62514107301091190
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსისამხედრო ვალდებულებისა…პროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურის შესა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026