პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

მუხლი 13 (დანართი 1). მოხელეთა რეზერვი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 23 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელეს ეძლევა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით და, სურვილის შემთხვევაში, ირიცხება მოხელეთა რეზერვში.

2.თუ მოხელე უარს განაცხადებს იმავე და სხვა საჯარო დაწესებულებაში შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, ეძლევა  კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობით და ირიცხება მოხელეთა რეზერვში.

3.მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან. აღნიშნულ შემთხვევაში მოხელე ვალდებულია საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულში წარადგინოს შესაბამის პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, საჯარო დაწესებულება მიმართავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, მოხელის რეზერვში ჩარიცხვის მიზნით. აღნიშნულ შემთხვევაში მოხელე ირიცხება მოხელეთა რეზერვში კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე.

4.მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს კომპენსაცია ეძლევა ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების უფლებამონაცვლე საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

5.მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება.

6.მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 მაისის დადგენილება №173 - ვებგვერდი, 28.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 28 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 მაი. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁴11¹³11105521151214 (დ…13¹ (…50107932313 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურის შესა…სამოქალაქო უსაფრთხოები…დანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსისამხედრო, შინაგან საქმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა