საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 16 (დანართი 1). კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის წესი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და კონკურსის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კომისიის შემადგენლობის შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციას უნდა ეცნობოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესში დარღვევის აღმოჩენისას მთავრობის ადმინისტრაცია  კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე.

4.დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის წარსადგენ ანგარიშში. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9713401173811 (დ…25⁸ (…25 (დ…10 (დ…26 (დ…15016 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…მაუწყებლობის შესახებსამშენებლო პროდუქტების…კონკურენციის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა