1.მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს ან/და გამოითხოვოს კონკურსის პროცესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე შიდა კონკურსის მონიტორინგის მიზნით.
2.მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კონკურსში შესაძლებელია ჩაერთოს საჯარო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის/ შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
3.მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი, საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის კონკურსზე დასწრების საკითხს წყვეტს საჭიროებიდან გამომდინარე.
4.მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კონკურსის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ამზადებს ანგარიშს საჯარო სამსახურში კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს/შესაბამის უფლებამოსილ პირს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 24.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ. თავი III. გამარტივებული კონკურსი

