პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 2 (მეორე). მოხელის მივლინებით გაგზავნის წესი და საფუძვლები

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 10 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოხელე შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მისი ფარგლების გარეთ.

2.მოხელის მივლინებით გაგზავნის საფუძვლებია: ა) ოფიციალური მოწვევა სამსახურებრივი საჭიროების მიზნით; ბ) სამსახურებრივი საჭიროება; გ) საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საჯარო დაწესებულების ადგილმდებარეობის ფარგლებს გარეთ განხორციელების აუცილებლობა.

3.მოხელის მივლინების თაობაზე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4.მივლინების თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების) შესახებ, მივლინების მიზანს, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღს, მივლინების ადგილს (ადგილებს), მივლინებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების ჩამონათვალს,  გასამართი ღონისძიების დაწყებისა და დასრულების  თარიღს, აგრეთვე ინფორმაციას მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ.

5.მოხელის მივლინების თაობაზე ხელმძღვანელი/მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

6.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია დამტკიცდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინების ანგარიშის ფორმა და განისაზღვროს მისი შევსების ინსტრუქცია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 18 აგვ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5332516610812 (დ…3 (და…3 (მე…135249302 (მეორე)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…საჯარო სამსახურის შესა…პროფესიული საჯარო მოხე…ადმინისტრაციული ხელშეკ…თავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა