ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). დაწესებულების უფლება - მოვალეობები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

3.1. დაწესებულებას უფლება აქვს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ხელშეკრულებით დასაქმებული პირი გაგზავნოს სამსახურებრივი მივლინებით, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მის ფარგლების გარეთ.

3.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.3. დაწესებულებას უფლება აქვს, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: მადლობის გამოცხადება; ფასიანი საჩუქრის მიცემა, ფულადი ჯილდო.

3.4. დაწესებულება ვალდებულია, გააცნოს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შინაგანაწესი და მისი მოთხოვნის საფუძველზე, გადაეცეს იგი. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასტურდება შინაგანაწესის გაცნობის ფაქტი.

3.5. დაწესებულება ვალდებულია, შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო, აგრეთვე უზრუნველყოს ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული წინსვლის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

3.6. ხელშეკრულების მხარეთა შორის ურთიერთობები, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე ხელშეკრულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 31 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 მაი. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47921135166567 (და…4 (და…2 (მე…3 (მე…173 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურის შესა…შემოსავლების სამსახური…ადმინისტრაციული ხელშეკ…სამედიცინო-სოციალური ე…საჯარო დაწესებულებაში …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა