1.სამსახურებრივ მივლინებად მიიჩნევა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით მოხელის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.
2.ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
3.ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოხელის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით.
4.საქართველოს მთავრობის წევრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, 5 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობის მისაღებად. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ინფორმაცია ვიზიტის მიზნის, ხანგრძლივობისა და დელეგაციის შემადგენლობის თაობაზე.
4¹.საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ან ანგარიშვალდებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორ(ებ)ი და მისი/მათი მოადგილე (მოადგილეები), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები/მათი პირველი მოადგილეები/მოადგილეები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, 10 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობის მისაღებად. მიმართვაში უნდა აღინიშნოს მივლინების მიზანი, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღი, მივლინების დღის წესრიგი (მათ შორის, მოსალოდნელი შეხვედრები და განსახილველი საკითხები), ასევე ინფორმაცია დელეგაციის შემადგენლობის, მივლინების ხარჯების ოდენობისა და ანაზღაურების თაობაზე. მივლინებაში გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წერილობითი თანხმობის გაცემის შემთხვევაში.
4².საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ამ მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტებით განსაზღვრული პირების მონაწილეობის შემთხვევაში, როგორც წესი, არ ვრცელდება ამავე პუნქტებით გათვალისწინებული მიმართვის ვალდებულება.
5.იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებები აკრედიტებული არიან ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათი აკრედიტაციის ქვეყნებში ამ დაწესებულების მოხელეთა მივლინება ჩაითვლება მივლინებად იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.
6.მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომითი გასამრჯელო.
7.მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.
8.სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო , მგზავრობის , საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და , საჭიროების შემთხვევაში , საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინებისას სავალდებულო სამედიცინო ვაქცინაციის ხარჯებისაგან , ხოლო 30 კმ - მდე მანძილზე მივლინებისას , როდესაც შესაძლებელია სამუშაო ( საცხოვრებელ ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება , ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები . შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი . ამასთან , №2 დანართის შენიშვნის მე -5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის , ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები . სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები , ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები .
8¹.გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისა, ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის/ეპიდემიის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებამდე/მივლინებისას/მივლინების შემდეგ ასევე ანაზღაურდება PCR კვლევის ხარჯები.
9.სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით.
10.ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა, გარდა ამ მუხლის 10 1 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, განისაზღვრება დღეში 30 ლარის ოდენობით, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ − ამ წესის №1 დანართის შესაბამისად.
10¹.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირს (მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე) ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ იგი მივლინების ადგილას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აყვანილი იქნება კვების კმაყოფაზე, აუნაზღაურდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიგნით მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმის მხოლოდ 30%.
10².ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მივლინებით საქართველოს ფარგლებში წარგზავნის შემთხვევებზე. აღნიშნული საკითხი წესრიგდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
11.მოხელეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯები უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, სვეტი №3-ით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მოსამსახურესათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით.
12.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
13.თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოხელეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები გაიცემა სრულად.
14.მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, რომლის მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება, თუ ფრენის მთლიანი ხანგრძლივობა (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს) 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას). დასაცავი პირის ბიზნესკლასის ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულება აუნაზღაურდება მივლინებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, მგზავრობს ამავე კლასის ტრანსპორტით დასაცავ პირთან უშუალო თანხლებით.
15.მოხელემ, რომელიც მიემგზავრება მივლინებაში, სამგზავრო თანხების მისაღებად საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
16.ქვეყნის შიგნით მივლინებისას საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისათვის მოხელეს ეძლევა თანხა არაუმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
17.დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის ეძლევათ დღეში 35 ლარი. აღნიშნულ მოსამსახურეებს მგზავრობისთვის, ასევე 35 ლარს ზემოთ საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები შეიძლება, აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
18.სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს, ამ წესის №2 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, ამ წესის მე-2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებსა და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს NATO/PfP/SOFA-ის ფარგლებსა და NATO-ის უსაფრთხოების, აგრეთვე საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის კონფერენციაში/სამუშაო შეხვედრაში/სემინარში მონაწილეობის საფასური, მათ შორის, სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება, შესაძლებელია, აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.
19.„ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი ნორმებით, ამასთან, მოსამსახურეს დამატებით უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის 30%.
20.უცხო ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებებით მივლინებისას მოხელეთა კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. ამასთანავე, მოხელეებს უნაზღაურდებათ ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%.
21.უცხო სახელმწიფოებსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე.
22.იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, თანამდებობის პირს მიეცემა მხოლოდ ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული დანამატი, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას გაიცემა მხოლოდ ნორმით განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები.
23.მოხელეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა.
24.ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას მოხელეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
25.მივლინების დამთავრებიდან : ა) არაუგვიანეს 60 დღისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ მუხლის მე-19 პუნქტითა და ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა საჯარო დაწესებულებას ასევე უნდა წარუდგინონ ამავე პუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები; ბ) არა უგვიანეს 1 თვისა ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ, ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურემ, საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინონ მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამავე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულმა სხვა პირებმა მხოლოდ მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები – არასამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში.
26.ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ამავე დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ შესაბამისი საბუთების ამ მუხლის 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაშიც.
27.იმ შემთხვევაში, თუ მოხელე ვერ წარუდგენს საჯარო დაწესებულებას მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს ამ მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას დაუბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის დაფარვის გარეშე.
28.ქვეყნის შიგნით მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოხელისათვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში.
29.(ამოღებულია - 17.08.2017, №404).
30.საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
31.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №4 დანართის შესაბამისად.
32.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
33.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბრის №412 დადგენილების შესაბამისად.
34.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
35.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით.
36.საზღვარგარეთ როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული კომერციული ატაშეების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესი და ნორმები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 27.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება №59 – ვებგვერდი, 15.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №595 – ვებგვერდი, 06.12.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 12.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 თებერვლის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 14.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ივნისის დადგენილება №392 – ვებგვერდი, 30.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №597 – ვებგვერდი, 22.12.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №470 – ვებგვერდი, 28.09.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 ივლისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №350 – ვებგვერდი, 05.09.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი, 17.12.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 08.04.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 19 ივნისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 20.06.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 ივლისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 28.07.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 16 დეკემბერს დადგენილება №546 - ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 10 ივლისის დადგენილება №323 - ვებგვერდი, 14.07.2026წ. შენიშვნა:
1.სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად.
2.შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოხელეთა ერთობლივი წარმომადგენლობითი დელეგაციის სამსახურებრივი მივლინებისას სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
3.საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომლებს ეძლევათ სადღეღამისო ნორმაზე დანამატი 30%-ის ოდენობით.
4.ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი თანამდებობის პირებს – მგზავრობის, ხოლო საქართველოს კანონით ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დასაცავი პირების ვიზიტთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ ამ წესის მე-3 მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
5.სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
6.ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
7.სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამშვიდობო ან სხვა სახის ოპერაციების განხორციელების ადგილას საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
8.ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ. დანართი №1 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 12.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №470 – ვებგვერდი, 28.09.2022წ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ სადღეღამისო ნორმები ქვეყნის დასახელება უცხოური ვალუტის დასახელება მოკლევადიანი მივლინებისას საზღვარგარეთ საქ. დაწესებულების მოსამსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა 1 2 3 4 5 ავსტრალიის თანამეგობრობა ავსტრალიური დოლარი 80 50 210 ავსტრიის რესპუბლიკა ევრო 60 40 150 ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 აზერბაიჯანის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140 ალბანეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140 ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დოლარი 75 50 240 ანგოლის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ანდორის სამთავრო ევრო 60 40 150 ანტიგუა და ბარბუდა აშშ დოლარი 45 30 100 არაბთა გაერთიანებული საამიროები აშშ დოლარი 45 30 150 არგენტინის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140 ახალი ზელანდია აშშ დოლარი 45 30 140 ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ბარბადოსი აშშ დოლარი 45 30 100 ბაჰრეინის სამეფო აშშ დოლარი 45 30 150 ბაჰამის თანამეგობრობა აშშ დოლარი 60 40 150 ბელარუსის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140 ბელგიის სამეფო ევრო 60 40 180 ბელიზი აშშ დოლარი 45 30 120 ბენინი აშშ დოლარი 45 30 140 ბერმუდის კუნძულები აშშ დოლარი 45 30 140 ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფო აშშ დოლარი 45 30 100 ბოსნია და ჰერცოგოვინა აშშ დოლარი 45 30 100 ბოტსვანის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140 ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა აშშ დოლარი 60 40 150 ბრუნეი დარუსალამი აშშ დოლარი 45 30 150 ბულგარეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 120 ბურკინა-ფასო აშშ დოლარი 45 30 100 გაბონი აშშ დოლარი 45 30 140 გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150 გამბია აშშ დოლარი 45 30 100 განა აშშ დოლარი 45 30 100 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ევრო 65 40 180 გვატემალის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 გვინეა აშშ დოლარი 45 30 150 გვინეა-ბისაუ აშშ დოლარი 45 30 100 გიბრალტარი აშშ დოლარი 45 30 100 გრენადა აშშ დოლარი 45 30 150 დანიის სამეფო დანიური კრონა 465 325 1318 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ინგლისური გირვანქა სტერლინგი 60 38 180 დომინიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 დომინიკის თანამეგობრობა აშშ დოლარი 45 30 100 ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ეკვადორის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150 ეკვატორიული გვინეა აშშ დოლარი 45 30 100 ერაყის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ესპანეთის სამეფო ევრო 60 40 180 ესტონეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 140 ვანუატუს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ვენესუელა აშშ დოლარი 45 30 120 ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ზამბიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 ზიმბაბვეს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 თურქეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 100 თურქმენეთი აშშ დოლარი 45 30 100 იამაიკა აშშ დოლარი 45 30 140 იაპონია იაპონური იენა 9100 5685 27300 იემენის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ინდოეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140 ინდონეზიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო აშშ დოლარი 45 30 120 ირანის ისლამური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ირლანდია ევრო 60 40 180 ისლანდიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 60 40 180 ისრაელის სახელმწიფო აშშ დოლარი 60 40 150 იტალიის რესპუბლიკა ევრო 60 40 150 სერბეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 კაბო-ვერდე აშშ დოლარი 45 30 100 კაიმანის კუნძულები აშშ დოლარი 45 30 120 კამბოჯის სამეფო აშშ დოლარი 45 30 100 კანადა აშშ დოლარი 60 40 180 კატარის სახელმწიფო აშშ დოლარი 45 30 120 კენიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140 კვიპროსის რესპუბლიკა ევრო 60 40 150 კირიბატის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 კოლუმბიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 კომორის კუნძულები აშშ დოლარი 45 30 100 კონგო აშშ დოლარი 45 30 100 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 კოსტა-რიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 კოტ-დიუვარი აშშ დოლარი 45 30 140 კუბის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ლატვიის რესპუბლიკა ევრო 45 30 140 ლესოტოს სამეფო აშშ დოლარი 45 30 100 ლიბანის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ლიბერია აშშ დოლარი 45 30 100 ლიბია აშშ დოლარი 45 30 100 ლიეტუვას რესპუბლიკა ევრო 45 30 140 ლიხტენშტაინის სამთავრო შვეიცარული ფრანკი 60 37 138 ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო ევრო 60 40 150 მადაგასკარის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 მავრიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 მაკაო აშშ დოლარი 45 30 100 ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140 მალავის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 მალაიზია მალაიზიური რინგიტი 160 100 420 მალდივების რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 მალი აშშ დოლარი 45 30 100 მალტის რესპუბლიკა ევრო 45 30 140 მარშალის კუნძულების რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 მაროკოს სამეფო აშშ დოლარი 45 30 100 მექსიკის შეერთებული შტატები აშშ დოლარი 45 30 120 მიანმა აშშ დოლარი 45 30 100 მიკრონეზიის ფედერაციული შტატები აშშ დოლარი 45 30 100 მოზამბიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 მოლდოვას რესპუბლიკა ევრო 45 30 140 მონაკოს სამთავრო ევრო 60 40 150 მონტენეგრო ევრო 45 30 120 მონღოლეთი აშშ დოლარი 45 30 100 ნამიბიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ნიგერი აშშ დოლარი 45 30 100 ნიგერია აშშ დოლარი 45 30 120 ნიდერლანდების სამეფო ევრო 60 40 180 ნიკარაგუა აშშ დოლარი 45 30 100 ნორვეგიის სამეფო ნორვეგიული კრონა 680 400 1800 ომანის სასულთნო აშშ დოლარი 45 30 120 პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 პალაუს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 პანამის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფო აშშ დოლარი 45 30 120 პარაგვაის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 პერუს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 პოლონეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 140 პორტუგალიის რესპუბლიკა ევრო 45 40 150 პუერტო-რიკო აშშ დოლარი 45 30 140 რუანდის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 რუმინეთი ევრო 45 30 140 რუსეთის ფედერაცია აშშ დოლარი 45 30 180 საბერძნეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 140 სალვადორის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 სამოის დამოუკიდებელი სახელმწიფო აშშ დოლარი 45 30 100 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 29 60 კორეის რესპუბლიკა აშშ დოლარი 60 40 150 სან-მარინოს რესპუბლიკა ევრო 45 30 120 სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 საუდის არაბეთის სამეფო აშშ დოლარი 60 40 150 საფრანგეთის რესპუბლიკა ევრო 65 44 176 საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები ევრო 60 40 150 სეიშელის რესპუბლიკა აშშ დოლარი 60 40 150 სენეგალი აშშ დოლარი 45 30 100 სენტ-ლუსია აშშ დოლარი 45 30 150 ესვატინის სამეფო აშშ დოლარი 45 30 120 სიერა-ლეონე აშშ დოლარი 45 30 100 სინგაპურის რესპუბლიკა სინგაპურული დოლარი 100 65 327 სირია აშშ დოლარი 45 30 100 სლოვაკეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 120 სლოვენიის რესპუბლიკა ევრო 45 30 100 სოლომონის კუნძულები აშშ დოლარი 45 30 100 სომალის ფედერაციული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 სომხეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 სუდანის რესპუბლიკა აშშ დოლარი 60 40 150 სურინამის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 ტაივანი აშშ დოლარი 45 30 140 ტაილანდის სამეფო აშშ დოლარი 60 40 150 ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ტაჯიკეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ტოგო აშშ დოლარი 45 30 100 ტონგის სამეფო აშშ დოლარი 45 30 100 ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150 ტუნისის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 უგანდის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 უზბეკეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 უკრაინა აშშ დოლარი 45 30 180 უნგრეთი ევრო 45 30 180 ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ფილიპინების რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140 ფინეთის რესპუბლიკა ევრო 75 45 200 ფიჯის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ქუვეითის სახელმწიფო ქუვეითური დინარი 15 9 45 ყაზახეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150 ყირგიზეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150 შვეიცარიის კონფედერაცია შვეიცარული ფრანკი 74 46 220 შვედეთის სამეფო შვედური კრონა 680 400 1816 შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 ჩადის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ჩეხეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 180 ჩილეს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ხორვატიის რესპუბლიკა ევრო 45 30 180 ჰაიტის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ჰონდურასის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ბჰუტანის სამეფო აშშ დოლარი 45 30 100 ბურუნდის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 კამერუნის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ჯიბუტის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ერითრეა აშშ დოლარი 45 30 100 ნაურუს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 სენტ-ვინსენტი და გრენადინები აშშ დოლარი 45 30 100 ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100 ტუვალუ აშშ დოლარი 45 30 100 დანართი №2 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №190 – ვებგვერდი, 23.04.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №267 - ვებგვერდი, 01.06.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 ივლისის დადგენილება №360 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №405 - ვებგვერდი, 08.08.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 27.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მაისის დადგენილება №252 - ვებგვერდი, 03.06.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №478 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №557 – ვებგვერდი, 20.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის დადგენილება №197 – ვებგვერდი, 1 3.04.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №358 – ვებგვერდი, 08.09.2023წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №118 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 ივლისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 28.07.2025წ. შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი თანამდებობის დასახელება სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პ როცენტულად საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი 80 საქართველოს გენერალური პროკურორი 80 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი 80 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 80 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 80 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 80 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 80 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი 80 საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური 80 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 80 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსი 80 ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები 70 ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი 80 საქართველოს სახალხო დამცველი 80 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი 80 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 70 საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი 70 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე 70 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსის მოადგილე 70 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 70 სახელმწიფო რწმუნებული 70 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე 70 საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე 70 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრი 70 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 70 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 70 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი 70 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე 70 საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი 60 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი 70 ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე 70 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი 60 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი 60 საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი 40 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე 60 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელის მეორე და მესამე რანგების კატეგორიების საჯარო მოხელეები 40 საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე 40 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი 40 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის გარეთ მივლინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე 30 საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის წევრი 30 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი 70 საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და მოადგილე 70 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე 70 შენიშვნები :
1.საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.
2.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.
3.სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება, გამოვიდნენ საქართველოს სახელით.
4.მოხელეებს უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.
5.საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსს, საქართველოს სახალხო დამცველს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს − ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს − მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით.
6.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია, განისაზღვროს შესაბამის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. დანართი № 3 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ. დანართი № 4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი: № თანამდებობრივი დასახელება სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტებით 1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 100 2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე 85 3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 80 შენიშვნა:
1.თუ მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.
2.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
3.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

