როფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
მუხლი 13. შეფასების მეთოდი
1. შეფასების მეთოდი არის ფორმალიზებული, სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც ზომავს შეფასების საგანს, განსაზღვრავს შეფასების პროცესში ჩართულ პირებს და პერიოდულობას.
2. გადაწყვეტილებას, შეფასების მეთოდის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულსა/პირსა და შესაფასებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთან განხილვის საფუძველზე.
3. საჯარო დაწესებულება შეფასების მეთოდს განსაზღვრავს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: ა) დაწესებულების ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკურობა; ბ) მოხელის იერარქიული რანგის ან/და თანამდებობის შინაარსის სპეციფიკურობა; გ) საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარების დონისა და ორგანიზაციული კულტურის სპეციფიკურობა.
4. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად შეარჩიოს შეფასების მეთოდი ყოველი წლის დასაწყისში და აცნობოს ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
5. დაუშვებელია საჯარო დაწესებულების მიერ თითოეული მოხელის მიმართ შერჩეული შეფასების მეთოდის ცვლილება შესაფასებელ პერიოდში. თავი III. შეფასების შედეგები
