როფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეულის/პირის უფლებამოსილება
1. შეფასების პროცესში მონაწილე ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულს/პირს უფლება აქვს: ა) გაეცნოს შეფასების პროცესში შექმნილ მასალებს; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა; გ) აწარმოოს დაკვირვება შეფასების პროცესის კანონიერად მიმდინარეობაზე და საჭიროების შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით; დ) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
2. შეფასების პროცესში მონაწილე ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი ვალდებულია: ა) კანონიერად, ობიექტურად, შესაფასებელი მოხელის უფლებების შეულახავად განახორციელოს შეფასების პროცესში ჩართულობა; ბ) დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია შესაფასებელ მოხელეს, შეფასების მიმდინარეობის შესახებ; გ) აცნობოს შეფასების შედეგები სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო); დ) დროულად და სისტემატურად აწარმოოს დაკვირვება შეფასების პროცესის მიმდინარეობაზე; ე) შეისწავლოს და განაზოგადოს მოხელის შეფასებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და მეთოდური დახმარება გაუწიოს შეფასების პროცესის მონაწილეებს, შეფასების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
