როფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
მუხლი 20. შეფასების ანგარიშის წარდგენა
1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, წინა წლის შეფასების ანგარიში წარუდგინოს ბიუროს არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა.
2. ანგარიშში აისახება: ა) შეფასების შედეგები; ბ) შეფასების სამართლებრივი შედეგები; გ) მეთოდური დახმარების თხოვნა, მისი საჭიროების შემთხვევაში.
3. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი ვალდებულია, მოხელეთა შეფასების ანგარიში ასევე წარუდგინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, მისი მოთხოვნის საფუძველზე.
