შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 11. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების ხელშეწყობის ღონისძიებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულ დაწესებულებაში მელოგინის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლის შესახებ მისი შესვლიდან 24 საათში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.

2.სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ასევე ვალდებულია მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვების და გაპარვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

3.მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის დედის ვინაობას ( საიდენტიფიკაციო მონაცემებს) და სავარაუდო საცხოვრებელი ადგილის მისამართს.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1285-20222023-02-2448
    დაუშვებლობა (T5)

    ვის ეკისრება შრომით დავაში დისციპლინური სახდელის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი?

    დასაქმებული მოითხოვდა დისციპლინური სახდელის შესახებ ბრძანებისა და სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ უფროსი სოციალური მუშაკის მოვალეობებში არ შედიოდა თითოეულ ბავშვთან უშუალო ვიზიტი, ხოლო მეორე შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესს შეესაბამებოდა. სასამართლოს განმარტებით, დისციპლინური სახდელის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრებოდა და მან ეს ტვირთი ვერ დაძლია. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულ დაწესებულებაში მელოგინის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლის შესახებ მისი შესვლიდან 24 საათში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს. 2. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ასევე ვალდებულია მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვების და გაპარვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის დედის ვინაობას ( საიდენტიფიკაციო მონაცემებს) და სავარაუდო საცხოვრებელი ადგილის მისამართს. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4614¹172⁵1508³128912781783 (და…107814711
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო სადაზღვევო …სამედიცინო-სოციალური ე…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…ქალთა მიმართ ძალადობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა