Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებმუხლი 14

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 14. ბავშვის მიტოვებულად აღიარება ან/ და მშობლის უფლების ჩამორთმევა/ შეჩერება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ბავშვთან დაკავშირებული საკითხებიოჯახური და არასრულწლოვანთა დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ: ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ვინაობა ან/ და მისი მშობლის ( მშობლების) ვინაობა; ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის ვინაობა ან/ და მისი მშობლის ( მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის ( ისინი) თავს არიდებს ( არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას, შეტყობინებიდან 7 დღის ვადაში არ გამოცხადდა ( გამოცხადდნენ) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან ( მათთან) დაკავშირება შეუძლებელია; გ) ბავშვის მშობელმა ( მშობლებმა) საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა ( გამოხატეს) მისი მიტოვება ან/ და ის ( ისინი), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს ( არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვზე 24- საათიანი სახელმწიფო ზრუნვის ხანგრძლივობა აღემატება 3 თვეს ( გარდა მშობლის ( მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობისა ან მშობლის ( მშობლების) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისა) და ბავშვის მშობელს ( მშობლებს) შეზღუდული ან შეჩერებული აქვს ( აქვთ) მშობლის უფლება- მოვალეობები.

2.თუ დადგინდა, რომ მშობელი არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და ცნობილია მშობლის საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია გააფრთხილოს მშობელი, რომ უყურადღებობის გამო ბავშვი შეიძლება მიტოვებულად აღიარონ და გააშვილონ. თუ გაფრთხილებიდან 2 თვის ვადაში მშობელი კვლავ არ ინტერესდება ბავშვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების ან ამ ბავშვის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი. ამ საკითხის განხილვის შედეგები უნდა ეცნობოს სააგენტოს.

3.ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიმართვის შემდეგ.

4.ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიმართვამდე მისი დაბადება რეგისტრირებული უნდა იყოს.

5.თუ ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ან „ გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ბავშვის მიმართ მშობლის უფლება- მოვალეობები შეჩერებულად მიიჩნევა. ამ შემთხვევაში მიტოვებულად აღიარებულ ბავშვს დადგენილი წესით ენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და მის მიმართ შესაძლებელია შვილად აყვანის პროცედურების განხორციელება.

6.სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი თ დადგენილი წესით.

7.ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებულია მიტოვებულად.

8.ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენიდან ან ბავშვის მშობლის ( მშობლების) მიერ საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებიდან ამ ბავშვის მიმართ მშობლის უფლება- მოვალეობები შეჩერებულად მიიჩნევა. ამ უფლებებს განახორციელებს და მოვალეობებს შეასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

9.ბავშვის მიტოვებულად აღიარებამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო: ა) იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის დროებით განთავსების თაობაზე; ბ) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას და არის მისი კანონიერი წარმომადგენელი; გ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით.

10.პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ: ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ვინაობა ან/ და მისი მშობლის ( მშობლების) ვინაობა; ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის ვინაობა ან/ და მისი მშობლის ( მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის ( ისინი) თავს არიდებს ( არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას, შეტყობინებიდან 7 დღის ვადაში არ გამოცხადდა ( გამოცხადდნენ) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან ( მათთან) დაკავშირება შეუძლებელია; გ) ბავშვის მშობელმა ( მშობლებმა) საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა ( გამოხატეს) მისი მიტოვება ან/ და ის ( ისინი), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს ( არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვზე 24- საათიანი სახელმწიფო ზრუნვის ხანგრძლივობა აღემატება 3 თვეს ( გარდა მშობლის ( მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობისა ან მშობლის ( მშობლების) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისა) და ბავშვის მშობელს ( მშობლებს) შეზღუდული ან შეჩერებული აქვს ( აქვთ) მშობლის უფლება- მოვალეობები. 2. თუ დადგინდა, რომ მშობელი არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და ცნობილია მშობლის საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია გააფრთხილოს მშობელი, რომ უყურადღებობის გამო ბავშვი შეიძლება მიტოვებულად აღიარონ და გააშვილონ. თუ გაფრთხილებიდან 2 თვის ვადაში მშობელი კვლავ არ ინტერესდება ბავშვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების ან ამ ბავშვის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი. ამ საკითხის განხილვის შედეგები უნდა ეცნობოს სააგენტოს. 3. ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიმართვის შემდეგ. 4. ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიმართვამდე მისი დაბადება რეგისტრირებული უნდა იყოს. 5. თუ ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ან „ გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ბავშვის მიმართ მშობლის უფლება- მოვალეობები შეჩერებულად მიიჩნევა. ამ შემთხვევაში მიტოვებულად აღიარებულ ბავშვს დადგენილი წესით ენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და მის მიმართ შესაძლებელია შვილად აყვანის პროცედურების განხორციელება. 6. სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი თ დადგენილი წესით. 7. ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებულია მიტოვებულად. 8. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენიდან ან ბავშვის მშობლის ( მშობლების) მიერ საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებიდან ამ ბავშვის მიმართ მშობლის უფლება- მოვალეობები შეჩერებულად მიიჩნევა. ამ უფლებებს განახორციელებს და მოვალეობებს შეასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. 9. ბავშვის მიტოვებულად აღიარებამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო: ა) იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის დროებით განთავსების თაობაზე; ბ) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას და არის მისი კანონიერი წარმომადგენელი; გ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით. 10. პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბავშვის მეურვეობის განსაზღვრა11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბავშვის მეურვეობის ცვლილება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეები11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შვილთან ურთიერთობის უფლება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №9

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 9გასაშვილებელი ბავშვი
  • 69შვილად აყვანის გაუქმების ან შვილად აყვანის ბათილად ცნობის შედეგები
  • 24შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1205¹მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება
  • 1193¹ბავშვის მიტოვებულად აღიარება
  • 1279ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 351¹⁷არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულების შეწყვეტა
  • 351¹⁶სასამართლო გადაწყვეტილება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დატოვების შესახებ
  • 351¹¹ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების ფაქტის დადგენა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 26ბავშვის მშობლისგან განცალკევების დაუშვებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 381²მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 57დროებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის სამართლებრივი გარანტიები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381²351¹⁷351¹⁶351¹¹1205¹1193¹127996924265714
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…ბავშვის უფლებათა კოდექ…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026