Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებმუხლი 7

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

მუხლი 7. მონიტორინგი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სპეციალური განათლებასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებისკოლის ლიცენზირებასტუდენტის უფლებებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაადამიანის უფლებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დაწესებულება, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის/უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმება აკრძალულია, ვალდებულია პირისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარმოდგენა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

2.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგი, ხოლო მისი შეუსრულებლობის (დარღვევის) გამოვლენის შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულებისგან ან შექმნას ამ დაწესებულებაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მექანიზმები.

3.სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვების/დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით უფლებამოსილია გამოცხადდეს მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელ ადგილზე/სამუშაო ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს იგი, გამოითხოვოს მისი საცხოვრებელი ადგილის/სამუშაო ადგილის და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაცია და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები.

4.თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ კონკრეტულ დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობს. ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.უფლებამოსილ დაწესებულებებს/უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/უწყება ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის მიწოდებული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების/პირისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიიღოს ზომები მისი უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

7.სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

8.ამ კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №348 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3834 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №89 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. მუხლი 8. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი 1. ამ კანონის აღსრულების მიზნით სამინისტროში იქმნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი (შემდგომ − რეესტრი).

2.რეესტრის წარმოების მიზნით მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, მისი ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას, დაქტილოსკოპიურ და სხვა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, სამინისტრო ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.რეესტრის შექმნისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დაწესებულება, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის/უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმება აკრძალულია, ვალდებულია პირისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარმოდგენა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურისაკულტურის დასამინისტრო, საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებისვალდებულების შესრულების მონიტორინგი, ხოლო მათიმისი შეუსრულებლობის (დარღვევის) გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულებისგან ან შექმნას ამ დაწესებულებაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მექანიზმები. 3. სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვების/დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით უფლებამოსილია გამოცხადდეს მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელ ადგილზე/სამუშაო ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს იგი, გამოითხოვოს მისი საცხოვრებელი ადგილის/სამუშაო ადგილის და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაცია და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები. 4. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ კონკრეტულ დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობს. ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. უფლებამოსილ დაწესებულებებს/უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/უწყება ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის მიწოდებული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების/პირისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიიღოს ზომები მისი უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 7. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 8. ამ კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №348 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3834 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №89 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. მუხლი 8. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი 1. ამ კანონის აღსრულების მიზნით სამინისტროში იქმნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი (შემდგომ − რეესტრი). 2. რეესტრის წარმოების მიზნით მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, მისი ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას, დაქტილოსკოპიურ და სხვა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, სამინისტრო ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. რეესტრის შექმნისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.
რედაქციების შედარება

1. საგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დაწესებულება, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის/უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმება აკრძალულია, ვალდებულია პირისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარმოდგენა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოსგანათლების, კულტურის,მეცნიერების, სპორტისაკულტურისა და ახალგაზრდობისსპორტის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ხოლო მათი შეუსრულებლობის (დარღვევის) გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულებისგან ან შექმნას ამ დაწესებულებაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მექანიზმები. 3. სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვების/დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით უფლებამოსილია გამოცხადდეს მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელ ადგილზე/სამუშაო ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს იგი, გამოითხოვოს მისი საცხოვრებელი ადგილის/სამუშაო ადგილის და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაცია და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები. 4. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ კონკრეტულ დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობს. ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. უფლებამოსილ დაწესებულებებს/უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/უწყება ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის მიწოდებული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების/პირისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიიღოს ზომები მისი უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 7. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 8. ამ კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №348 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 8. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი 1. ამ კანონის აღსრულების მიზნით სამინისტროში იქმნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი (შემდგომ − რეესტრი). 2. რეესტრის წარმოების მიზნით მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, მისი ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას, დაქტილოსკოპიურ და სხვა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, სამინისტრო ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. რეესტრის შექმნისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  3. 18 მარ. 2021
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები (თავი XXII)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შესაბამისობის მონიტორინგი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გენდერული თანასწორობის შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასკოლო ოლქის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-12-12 · №6

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2024-12-28
4
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 3უფლების ჩამორთმევა

ზოგადი განათლების შესახებ

  • 48³საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობები
  • 33¹პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა
  • 20ძალადობის დაუშვებლობა, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 26დაწესებულების მუნიციპალური კონტროლი
  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით
  • 18¹დაწესებულების პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 9​​ 1 . ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა
  • 17¹მსხვერპლის ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 14მონიტორინგის ვალდებულების არარსებობა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 11საზედამხედველო ორგანოების პასუხისმგებლობა

განათლების შესახებ

  • 22ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება განათლების სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11917¹48³33¹2022261718¹63147
მითითებამნიშვნელობით ახლოსსქესობრივი თავისუფლები…ზოგადი განათლების შესა…ადრეული და სკოლამდელი …ქალთა მიმართ ძალადობის…ელექტრონული კომერციის …უკანონო შემოსავლის ლეგ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024