Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 28

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 28. ზოგადი მოთხოვნები სტრატეგიული დოკუმენტის მიღებასთან/დამტკიცებასთან დაკავშირებით

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსახლები და მიწის ნაკვეთები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შემდეგ.

2.სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს.

3.თუ სგშ-ის პროცესში განხორციელდა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების დროს მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ პროცედურის შედეგები.

4.სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია შემდეგი მონაცემების განხილვის შედეგების თაობაზე: ა) ჩატარებული საჯარო განხილვის შედეგები და ამ განხილვაზე საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები; ბ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები; გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას და ამ გადაწყვეტილებას მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

6.სააგენტო დამგეგმავი ორგანოს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შემდეგ. 2. სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს. 3. თუ სგშ-ის პროცესში განხორციელდა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების დროს მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ პროცედურის შედეგები. 4. სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია შემდეგი მონაცემების განხილვის შედეგების თაობაზე: ა) ჩატარებული საჯარო განხილვის შედეგები და ამ განხილვაზე საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები; ბ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები; გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას და ამ გადაწყვეტილებას მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 6. სააგენტო დამგეგმავი ორგანოს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2026 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 9 მარ. 2023
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  4. 31 დეკ. 2018· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დემოგრაფიული და სოციო-ეკონომიკური ფაქტორების ანალიზისერვისის გვერდი
  • მიწის შეძენის იურიდიული მომსახურებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №18

  • 4 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 18ზოგადი დებულებანი
  • 20სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი
  • 27სგშ-ის ანგარიშის განხილვა და რეკომენდაციების გაცემა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 41¹სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 56

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 43საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 19ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • 10სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 36განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 16სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 92საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 37შესაბამისი ინფორმაციის და არსებითი მტკიცებულების შეგროვება და შესწავლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5641¹371651182027191036924328
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოს დაცვის შესახებსამედიცინო-სოციალური ე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026