გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 18. ზოგადი დებულებანი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების მონაწილეობას და მასთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციებისა და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისთვის მიწოდებას.

2.იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისთვის/დამტკიცებისთვის, რომელიც, ამ კოდექსის შესაბამისად, სგშ-ს ექვემდებარება, აუცილებელია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების გაცემა.

3.დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.

4.სგშ-ის ჩატარებისათვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო.

5.თუ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება იწვევს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას, გამოყენებული უნდა იქნეს ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა.

6.ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი და ამ სტრატეგიულ დოკუმენტში შესატანი ცვლილება სგშ-ს არ ექვემდებარება და მათზე არ ვრცელდება ამ კოდექსით სგშ-ისთვის დადგენილი პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად დამგეგმავი ორგანო მოითხოვს სგშ-ის ჩატარებას. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების მონაწილეობას და მასთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციებისა და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისთვის მიწოდებას. 2. იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისთვის/დამტკიცებისთვის, რომელიც, ამ კოდექსის შესაბამისად, სგშ-ს ექვემდებარება, აუცილებელია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების გაცემა. 3. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე. 4. სგშ-ის ჩატარებისათვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო. 5. თუ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება იწვევს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას, გამოყენებული უნდა იქნეს ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა. 6. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი და ამ სტრატეგიულ დოკუმენტში შესატანი ცვლილება სგშ-ს არ ექვემდებარება და მათზე არ ვრცელდება ამ კოდექსით სგშ-ისთვის დადგენილი პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად დამგეგმავი ორგანო მოითხოვს სგშ-ის ჩატარებას. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  2. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2018

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22941¹25517165128242244¹101718
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სივრცის და…შრომითი მიგრაციის შესა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა