Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 20

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 20. სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027
თემები:განახლებადი ენერგიაკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობაენერგიის წარმოებაუძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსტრატეგიული სასამართლო დავა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის შესაძლებლობა, ამ ნორმატიულ აქტში უზრუნველყოფილი უნდა იყოს: ა) სტრატეგიულ დოკუმენტში შესაბამისი სექტორისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შემდეგი ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტების ასახვა: სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების (საქმიანობების) განხორციელების მიახლოებითი გეოგრაფიული არეალი, საორიენტაციო ხანგრძლივობა, დაცულ ტერიტორიებზე, ურბანულ და სასოფლო ზონებზე გავრცელება და მათი განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ძირითადი სახეები; ბ) სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვის, მასზე შენიშვნების მიღების და მათი ანალიზის შესაძლებლობა; გ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა.

2.სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის მომზადების, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3.სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ექვემდებარება სგშ-ს ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების გათვალისწინებით.

4.სგშ-ის ჩატარება სავალდებულოა ისეთი სტრატეგიული დოკუმენტისთვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული განსახორციელებელი საქმიანობის/საქმიანობების მასშტაბის გაზრდას, საქმიანობის განხორციელების ადგილის ცვლილებას (მათ შორის, გაზრდას), საქმიანობის/საქმიანობების სახეობის/სახეობების, ექსპლუატაციის პირობების ან წარმადობის ცვლილებას), რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის შემდეგ სექტორებში: ა) სოფლის მეურნეობა; ბ) სატყეო მეურნეობა; გ) თევზჭერა; დ) ენერგეტიკა; ე) მრეწველობა; ვ) ტრანსპორტი; ზ) ნარჩენების მართვა; თ) წყლის რესურსების მართვა; ი) ელექტრონული კომუნიკაციები; კ) ტურიზმი; ლ) სივრცითი დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობა.

5.სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილება, რომელზედაც სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულია რეკომენდაციები. სგშ-ის პროცედურა სავალდებულოა სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, რომელიც: ა) ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევ ან მაღალი კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას; ბ) გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობას მომეტებულ რისკს უქმნის; გ) ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიაზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი მნიშვნელობის ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.

6.თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტი ან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი ცვლილება სგშ-ის ჩატარებას საჭიროებს, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარებისთვის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს პირდაპირ სკოპინგის განცხადებით. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ სგშ-ის ჩატარება საჭირო არ არის, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვით ჩატარდება ან არ ჩატარდება სგშ.

7.საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების ვალდებულება შესაძლებელია გავრცელდეს იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომლითაც დგინდება ჩარჩო სამომავლოდ განსახორციელებელი იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის I და II დანართებით ან/და არ მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ სექტორებს. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის შესაძლებლობა, ამ ნორმატიულ აქტში უზრუნველყოფილი უნდა იყოს: ა) სტრატეგიულ დოკუმენტში შესაბამისი სექტორისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შემდეგი ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტების ასახვა: სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების (საქმიანობების) განხორციელების მიახლოებითი გეოგრაფიული არეალი, საორიენტაციო ხანგრძლივობა, დაცულ ტერიტორიებზე, ურბანულ და სასოფლო ზონებზე გავრცელება და მათი განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ძირითადი სახეები; ბ) სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვის, მასზე შენიშვნების მიღების და მათი ანალიზის შესაძლებლობა; გ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა. 2. სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის მომზადების,  სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. სტრატეგიული დოკუმენტი,  რომლის განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ექვემდებარება სგშ-ს ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების გათვალისწინებით. 4. სგშ-ის ჩატარება სავალდებულოა ისეთი სტრატეგიული დოკუმენტისთვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული განსახორციელებელი საქმიანობის/საქმიანობების მასშტაბის გაზრდას, საქმიანობის განხორციელების ადგილის ცვლილებას (მათ შორის, გაზრდას), საქმიანობის/საქმიანობების სახეობის/სახეობების, ექსპლუატაციის პირობების ან წარმადობის ცვლილებას), რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის შემდეგ სექტორებში: ა) სოფლის მეურნეობა; ბ) სატყეო მეურნეობა; გ) თევზჭერა; დ) ენერგეტიკა; ე) მრეწველობა; ვ) ტრანსპორტი; ზ) ნარჩენების მართვა; თ) წყლის რესურსების მართვა; ი) ელექტრონული კომუნიკაციები; კ) ტურიზმი; ლ) სივრცითი დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობა. 5. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილება, რომელზედაც სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულია რეკომენდაციები. სგშ-ის პროცედურა სავალდებულოა სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, რომელიც: ა) ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევ ან მაღალი კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას; ბ) გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობას მომეტებულ რისკს უქმნის; გ) ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიაზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი მნიშვნელობის ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი. 6. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტი ან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი ცვლილება სგშ-ის ჩატარებას საჭიროებს, იგი უფლებამოსილია   სგშ-ის ჩატარებისთვის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს პირდაპირ სკოპინგის განცხადებით. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ სგშ-ის ჩატარება საჭირო არ არის, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვით ჩატარდება ან არ ჩატარდება სგშ. 7. საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების ვალდებულება შესაძლებელია გავრცელდეს იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომლითაც დგინდება ჩარჩო სამომავლოდ განსახორციელებელი იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის I და II დანართებით ან/და არ მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ სექტორებს. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023
  2. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  4. 31 დეკ. 2018· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სტრატეგიული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • CSR პოლიტიკის შემუშავება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ESG რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორატიული მართვის პოლიტიკის შემუშავება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №18

  • 4 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 23

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 23მუხლი 49მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 26სგშ-ის ანგარიში
  • 28ზოგადი მოთხოვნები სტრატეგიული დოკუმენტის მიღებასთან/დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • 18ზოგადი დებულებანი

გარემოს დაცვის შესახებ

  • 41¹სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება
  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
  • 39ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის განხორციელების პროცესში

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 14საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები
  • 1კანონის რეგულირების სფერო

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 142მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
  • 10სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება

თავდაცვის კოდექსი

  • 8სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის დოკუმენტები
  • 7სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41¹35391423114951262818142108720
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოს დაცვის შესახებნორმატიული აქტების შეს…საქართველოს სივრცის და…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026