აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების წესი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 21 აპრ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყე­ების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ დგას.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბს ზომით აღემატებოდეს.

3.დაზიანებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერ­ბის გამოყენება დაუშვებელია.

4.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენება ამ კანო­ნის დარღვევით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის შებღალვა იწ­ვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, პო­ლი­­ტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის გერ­­ბის შენობების ფასადებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოყენება. სხვა შემ­თხვე­ვაში ისინი აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის გერბს შეუზღუდავად იყენებენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 21 აპრილის კანონი №52-IIს - ვებგვერდი, 26.04.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 26 აპრ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 აპრ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4 (და…1 (და…28 (დ…81151213191311912
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა