საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 6 (დანართი 1). საჯარო განხილვაში მონაწილეობის უფლება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო განხილვა ღიაა. საჯარო განხილვაში მონაწილეობის, ასევე ზეპირი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

2.გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია ცენტრის წარმომადგენელი (წარმომადგენლები).

3.სგშ-ის ანგარიშსა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვაში მონაწილეობას იღებენ ცენტრის, სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ცენტრი ასევე უზრუნველყოფს დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა წერილობით მიწვევას.

4.გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს  წარმომადგენელი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-309 - ვებგვერდი, 27.04.2022წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 19 ივნისის ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 20.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
117211025 (დ…11 (დ…10 (დ…9108341646 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…საჯარო სამსახურში კონკ…საქართველოს ზოგადი ადმ…სურსათის/ცხოველის საკვ…პროფესიული საჯარო მოხე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა