საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 5 (დანართი 1). საჯარო განხილვის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და მათი უფლებამოსილება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი ორგანოებია: ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის და გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვისას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი); ბ) სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვისას – დამგეგმავი ორგანო.

2.ცენტრი/დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს: ა) საზოგადოებისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროული, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდებას; ბ) საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობას და მიუთითებს ინფორმაციას დოკუმენტაციის მატერიალური სახით ხელმისაწვდომობის შესახებ; გ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობას და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას; დ) მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას; ე) საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას; ვ) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო განხილვის ეფექტიანად ჩატარებისთვის შესაბამისი ტექნიკით (მიკროფონი და ხმის გამაძლიერებელი) უზრუნველყოფას.

2¹.ცენტრი უზრუნველყოფს: ა) საჯარო განხილვის შესახებ განცხადებაში ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებას, რომლითაც დაინტერესებული პირისათვის შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული დოკუმენტების მოსაპოვებლად და საჯარო განხილვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად დახმარების მიღება; ბ) საჯარო განხილვის შესახებ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-309 - ვებგვერდი, 27.04.2022წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 19 ივნისის ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 20.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13785¹10 (დ…9 (და…323924224493165 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო განხილვის წესის…გარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს საბიუჯეტო …ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა