1.რისკის შეფასების, რისკის მართვის ზომების შემუშავებისა და განხილვის პროცესი არის საჯარო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2.რისკის შესახებ დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ რისკის ხასიათიდან, მასშტაბიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, სააგენტო ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე ან მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზეგავლენის და საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.







