საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 23. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონებრივი უფლებები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისათვის გადასაცემ  საჯარო ინფრასტრუქტურაზე ან/და მასთან დაკავშირებულ ქონებაზე შესაბამისი უფლებები, აგრეთვე განისაზღვროს, რომ საჯარო ინფრასტრუქტურა ან/და მასთან დაკავშირებული ქონება დაუბრუნდეს ან არ დაუბრუნდეს საჯარო პარტნიორს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.

2.კერძო პარტნიორისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა იმავე კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

3.მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი და პირობები − შესაბამისი კანონმდებლობით.

4.თუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კერძო პარტნიორს უფლება აქვს, საჯარო ინფრასტრუქტურასა და მასთან დაკავშირებულ ქონებაზე უფლებები საჯარო პარტნიორის წინასწარი წერილობითი თანხმობით, იმავე პირობებით გადასცეს მესამე პირს არაუმეტეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადისა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისათვის გადასაცემ  საჯარო ინფრასტრუქტურაზე ან/და მასთან დაკავშირებულ ქონებაზე შესაბამისი უფლებები, აგრეთვე განისაზღვროს, რომ საჯარო ინფრასტრუქტურა ან/და მასთან დაკავშირებული ქონება დაუბრუნდეს ან არ დაუბრუნდეს საჯარო პარტნიორს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. 2. კერძო პარტნიორისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა იმავე კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. 3. მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი და პირობები − შესაბამისი კანონმდებლობით. 4. თუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კერძო პარტნიორს უფლება აქვს, საჯარო ინფრასტრუქტურასა და მასთან დაკავშირებულ ქონებაზე უფლებები საჯარო პარტნიორის წინასწარი წერილობითი თანხმობით, იმავე პირობებით გადასცეს მესამე პირს არაუმეტეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
750333635191151232221282223
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…სახელმწიფო ქონების შეს…საჯარო სამართლის იურიდ…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა