საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 28. საჯარო და კერძო თანამშრომლობის მხარდაჭერისა და ანაზღაურების სახეები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კანონმდებლობით ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, საჯარო პარტნიორმა კერძო პარტნიორისათვის შეიძლება გაითვალისწინოს სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შემდეგი სახეები: ა) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება ან/და შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება; ბ) გარანტიები მოხმარებაზე, მომხმარებლებზე ან შემოსავლებზე; გ) გარანტიები ტარიფზე ან/და საჯარო მომსახურების ღირებულებაზე; დ) გარანტიები გარკვეული სახის საქონლისა და მომსახურების გრძელვადიან შესყიდვაზე შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ფასით. აღნიშნული საქონლისა და მომსახურების სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; ე) გარკვეული ხარჯებისა და განხორციელებული ინვესტიციების უკუგების დაფარვისკენ მიმართული გრანტები ან/და სუბსიდიები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის, გრანტები ნატურის სახით; ვ) მიწის გადაცემა ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ზ) ინტელექტუალურ საკუთრებაზე ექსკლუზიური უფლების გადაცემა კერძო პარტნიორისათვის; თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ობიექტის შექმნისა და მოვლა-პატრონობის ან/და ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ან/და გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში საჯარო მომსახურების გაწევის ექსკლუზიური უფლების მინიჭება კერძო პარტნიორისათვის.

2.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ საჯარო პარტნიორისათვის ფიქსირებული თანხის ერთიანად ან პერიოდულად გადახდას, კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე ოპერირების შედეგად მისაღები შემოსავლის ნაწილის საჯარო პარტნიორისათვის გადახდას ან კერძო პარტნიორის საკუთრებაში არსებული ქონების ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ქონების საჯარო პარტნიორისათვის საკუთრებაში გადაცემას, აგრეთვე შესაბამისი საფასურის საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები სხვა ფორმებით გადახდას.

3.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის სახეების ერთობლიობას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს კანონმდებლობით ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, საჯარო პარტნიორმა კერძო პარტნიორისათვის შეიძლება გაითვალისწინოს სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შემდეგი სახეები: ა) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება ან/და შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება; ბ) გარანტიები მოხმარებაზე, მომხმარებლებზე ან შემოსავლებზე; გ) გარანტიები ტარიფზე ან/და საჯარო მომსახურების ღირებულებაზე; დ) გარანტიები გარკვეული სახის საქონლისა და მომსახურების გრძელვადიან შესყიდვაზე შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ფასით. აღნიშნული საქონლისა და მომსახურების სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; ე) გარკვეული ხარჯებისა და განხორციელებული ინვესტიციების უკუგების დაფარვისკენ მიმართული გრანტები ან/და სუბსიდიები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის, გრანტები ნატურის სახით; ვ) მიწის გადაცემა ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ზ) ინტელექტუალურ საკუთრებაზე ექსკლუზიური უფლების გადაცემა კერძო პარტნიორისათვის; თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ობიექტის შექმნისა და მოვლა-პატრონობის ან/და ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ან/და გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში საჯარო მომსახურების გაწევის ექსკლუზიური უფლების მინიჭება კერძო პარტნიორისათვის. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ საჯარო პარტნიორისათვის ფიქსირებული თანხის ერთიანად ან პერიოდულად გადახდას, კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე ოპერირების შედეგად მისაღები შემოსავლის ნაწილის საჯარო პარტნიორისათვის გადახდას ან კერძო პარტნიორის საკუთრებაში არსებული ქონების ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ქონების საჯარო პარტნიორისათვის საკუთრებაში გადაცემას, აგრეთვე შესაბამისი საფასურის საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები სხვა ფორმებით გადახდას. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის სახეების ერთობლიობას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13152465²12563123212728
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…საჯარო სამართლის იურიდ…კონკურენციის შესახებსამართალდაცვით სფეროში…გრანტების შესახებსოციალური დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა