საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 21. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი პირობები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ძირითად პირობებს, მათ შორის: ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საგანს, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობასა და მახასიათებლებს, საჯარო ინფრასტრუქტურასთან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; ბ) მხარეთა შორის საჯარო ინფრასტრუქტურაზე ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ქონებაზე ქონებრივი უფლებების განაწილებისა და გადაცემის წესს (მისი არსებობის შემთხვევაში); გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადას; დ) ხელმისაწვდომობის ანაზღაურებას/შედეგზე დაფუძნებულ ანაზღაურებას ან/და კერძო პარტნიორისათვის განსახორციელებელ სხვა გადახდებს (მათი არსებობის შემთხვევაში); ე) საჯარო პარტნიორისათვის განსახორციელებელ გადახდებს (მათი არსებობის შემთხვევაში); ვ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, წესსა და შედეგებს.

2.ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში პარტნიორთა შეთანხმება/წესდება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გარდა, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) ერთობლივი ფინანსური რესურსების ტიპს, ოდენობასა და ფორმას; ბ) ისეთი ორგანიზაციული ცვლილების განხორციელების წესს, რომლისთვისაც კერძო პარტნიორს საჯარო პარტნიორის თანხმობა სჭირდება, მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის პარტნიორის ცვლილებას; გ) კერძო პარტნიორის ჩანაცვლების ან საჯარო პარტნიორის მიერ ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიიდან გასვლის პირობებსა და წესს.

3.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადის განსაზღვრის პრინციპები დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

4.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დადონ პირდაპირი ხელშეკრულება და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული  სხვა შეთანხმებები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ძირითად პირობებს, მათ შორის: ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საგანს, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობასა და მახასიათებლებს, საჯარო ინფრასტრუქტურასთან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; ბ) მხარეთა შორის საჯარო ინფრასტრუქტურაზე ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ქონებაზე ქონებრივი უფლებების განაწილებისა და გადაცემის წესს (მისი არსებობის შემთხვევაში); გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადას; დ) ხელმისაწვდომობის ანაზღაურებას/შედეგზე დაფუძნებულ ანაზღაურებას ან/და კერძო პარტნიორისათვის განსახორციელებელ სხვა გადახდებს (მათი არსებობის შემთხვევაში); ე) საჯარო პარტნიორისათვის განსახორციელებელ გადახდებს (მათი არსებობის შემთხვევაში); ვ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, წესსა და შედეგებს. 2. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში პარტნიორთა შეთანხმება/წესდება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გარდა, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) ერთობლივი ფინანსური რესურსების ტიპს, ოდენობასა და ფორმას; ბ) ისეთი ორგანიზაციული ცვლილების განხორციელების წესს, რომლისთვისაც კერძო პარტნიორს საჯარო პარტნიორის თანხმობა სჭირდება, მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის პარტნიორის ცვლილებას; გ) კერძო პარტნიორის ჩანაცვლების ან საჯარო პარტნიორის მიერ ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიიდან გასვლის პირობებსა და წესს. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადის განსაზღვრის პრინციპები დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დადონ პირდაპირი ხელშეკრულება და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული  სხვა შეთანხმებები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43³43²139315554802252724421
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს შრომის კოდ…საჯარო სამსახურის შესა…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა