საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 22. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეცვლა და შეწყვეტა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმებით, ნებისმიერ დროს შეიტანონ ცვლილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, იმავე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ცვლილება, რომელიც შეეხება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების არსებით პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს, შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

2.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატან ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ფისკალურ რისკებს, საჯარო პარტნიორი წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. თუ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, შემოთავაზებულ ცვლილებაში იკვეთება არსებითი ფისკალური რისკები ან/და ეს ცვლილება გავლენას ახდენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის თავდაპირველ ღირებულებაზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობით, აღნიშნული ცვლილება (ცვლილებები) განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

3.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და იმავე ხელშეკრულებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმებით, ნებისმიერ დროს შეიტანონ ცვლილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, იმავე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ცვლილება, რომელიც შეეხება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების არსებით პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს, შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატან ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ფისკალურ რისკებს, საჯარო პარტნიორი წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. თუ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, შემოთავაზებულ ცვლილებაში იკვეთება არსებითი ფისკალური რისკები ან/და ეს ცვლილება გავლენას ახდენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის თავდაპირველ ღირებულებაზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობით, აღნიშნული ცვლილება (ცვლილებები) განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და იმავე ხელშეკრულებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47713546¹15 (დ…12128 (და…2125276722
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ზოგადი ადმ…გადასახადების ადმინისტ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა