საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 25. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეთა პასუხისმგებლობა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობითა და იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.

2.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღნიშნული პირგასამტეხლოს მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

3.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კერძო პარტნიორისთვის დაკისრებული ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

4.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მიზნებისთვის დასაშვებია კერძო პარტნიორის მიერ შესაბამისი ვალდებულების მესამე პირის მეშვეობით შესრულება, თუ იმავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კერძო პარტნიორს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მესამე პირის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის, ისევე, როგორც საკუთარი ქმედებისათვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობითა და იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღნიშნული პირგასამტეხლოს მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კერძო პარტნიორისთვის დაკისრებული ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მიზნებისთვის დასაშვებია კერძო პარტნიორის მიერ შესაბამისი ვალდებულების მესამე პირის მეშვეობით შესრულება, თუ იმავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კერძო პარტნიორს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მესამე პირის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის, ისევე, როგორც საკუთარი ქმედებისათვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14¹⁶91225114821422231212725
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სააღსრულებო წარმოებათა…პროფესიული კავშირების …სიტყვისა და გამოხატვის…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა