„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 23. პირგასამტეხლო

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მიწოდების ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პირგასამტეხლო.

2.დაუშვებელია პირგასამტეხლოს დაკისრება: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის; ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ან ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მომხმარებლისთვის.

3.პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს მისაღწევი მიზნის პროპორციულად. მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმები პირგასამტეხლოს შესახებ მომხმარებელს არ უნდა აკისრებდეს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებაზე უფრო მძიმე ვალდებულებას.

4.ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტისათვის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს დააკისროს პირგასამტეხლო, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულებით.

5.მიმწოდებლის მიერ მცირე საწარმოსთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაუშვებელია, თუ მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება  მცირე საწარმოს მიერ წარდგენილ იქნა მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომხმარებელს პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო საანგარიშო პერიოდში.  მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების გამოუყენებლობა ჩაითვლება ამ უფლებაზე უარად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №73  - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
418419532548104137103492123
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…საქართველოს სამოქალაქო…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტროენერგიის საცალო…სახელმწიფო ქონების შეს…სასმელი წყლის მიწოდები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა