Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 39

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 39. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ინციდენტზე რეაგირებარისკების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის და ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისა და ეროვნული სისტემის სხვა სუბიექტებისთვის წარდგენა; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის უშუალოდ განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული სისტემის მონაწილე სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტებიდან გამომდინარე უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტებისა და უწყებრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ე) (ამოღებულია - 02.04.2019, №4407); ვ) ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ორგანიზება, განვითარება და მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინაცია, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რეაგირების ძალების მართვის ორგანიზება და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინაცია, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ი) საომარი მდგომარეობის დროს კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის გეგმითა და სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება; კ) საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით რისკის მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება, პრევენციული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით; ლ) მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზება, ამ სისტემის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება; მ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა; ნ)საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ნებაყოფლობით ჩაბმის ორგანიზება, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა სისტემის განვითარების ხელშეწყობა; ო) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათზე სათანადო რეაგირება; პ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვა, ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მინისტრისთვის წარდგენა; ჟ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზი და ვითარების შესახებ მინისტრის ინფორმირება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება; რ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა; ს) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში გავლის ორგანიზება; ტ) კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის  აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება; უ) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება; ფ) სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა, აგრეთვე შესაბამის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ქ) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715); ღ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სისტემის ორგანიზება; შ) საგანგებო სიტუაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების, საკომუნიკაციო გეგმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4407 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 16 სექ. 2022

    მე-39 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულია სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მინისტრისთვის წარდგენა და განხორციელების კოორდინაცია-მონიტორინგი; „ფ“ ქვეპუნქტი ახლა სააგენტოს მეშვეობით მეხანძრე-მაშველთა სპეციალური პროგრამის გავლასაც მოიცავს, ხოლო „ქ“ ამოღებულია.

  2. 8 აპრ. 2019
  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    „ჟ“ ქვეპუნქტით ვითარების შესახებ ინფორმირება მინისტრს ეხება, ხოლო ანალიტიკური ინფორმაციის მიმღებთა წრიდან ამოღებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო; „უ“ ქვეპუნქტით სამთო მაშველის სტანდარტები და ნორმები მინისტრს უნდა წარედგინოს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინციდენტზე რეაგირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №16

  • 3 ცვლილება · ბოლო 16 სექ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მიუთითებენ მასზე

მუხლი 40

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 40საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილებები
  • 36საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი
  • 42საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობა

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 4საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 32საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 4საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანები და ფუნქციები

პენიტენციური კოდექსი

  • 10სამსახურის უფლებამოსილებები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 9სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 85³

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 12სამსახურის უფლებამოსილება

პოლიციის შესახებ

  • 17პოლიციის უფლებამოსილებანი

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 8სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4885³91712401836424321039
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს შინაგან სა…პენიტენციური კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026