Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტყის კოდექსიმუხლი 76

საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 76. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:სატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს, არსებული საშუალებების გათვალისწინებით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე ყოველწლიურად გეგმავს ტყის მართვის ორგანო. აღნიშნული გეგმის საფუძველზე დგება ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების პროექტი.

2.ტყის აღდგენა-გაშენების მიზნით შეიძლება შემუშავდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა.

3.ტყის აღდგენა-გაშენების პროექტს ამტკიცებს და მის განხორციელებას აკონტროლებს ტყის მართვის ორგანო.

4.ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება თესვით, დარგვით ან/და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით.

5.ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ტყის მართვის ორგანო ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.

6.ტყის ფართობის დეგრადაციის შესაჩერებლად და მისი დაზიანების თავიდან ასაცილებლად ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები განხორციელდება იმ დროიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლისა, როდესაც ბუნებრივი ან ანთროპოგენური პროცესების შედეგად ტყის გამეჩხრებული ადგილები ან/და ღია ფართობები წარმოიშვა.

7.ფართომასშტაბიანი ზიანის (5 ჰა ან 5 ჰა-ზე მეტი ფართობის დაზიანების) შემთხვევაში, როდესაც ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების 3 კალენდარულ წელში განხორციელება შეუძლებელია, ტყის აღდგენა-გაშენების ვადა აითვლება იმ დროიდან, როდესაც დასრულდება ზიანის გამომწვევი გარემოებების ზემოქმედება და გაიწმინდება აღსადგენი ტერიტორია.

8.თუ ტყის განახლება ბუნებრივი მოთესვით ან ამონაყრით მიმდინარეობს, რაც აღსადგენი ტერიტორიის გატყევების საფუძველია, ტყის აღდგენა-გაშენება უნდა განხორციელდეს ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით.

9.ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დასრულებულად მიიჩნევა, თუ აღსადგენ ტერიტორიაზე არის მოზარდ-აღმონაცენის ან/და ნერგების შესაბამისი რაოდენობა და არ არსებობს მათი ზრდა-განვითარების შემაფერხებელი გარემოება.

10.ტყის აღდგენა ხორციელდება იმ სარეპროდუქციო მასალებით, რომლებიც სერტიფიცირებულია „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

წინა მუხლი 75შემდეგი მუხლი 77

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტყის კონსერვაციის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №8

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 26ტყეთმოწყობა
  • 75ტყის აღდგენა-გაშენების მიზანი
  • 29ტყის სპეციალური გამოკვლევა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 25გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაფინანსება და დაგეგმვა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 15დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 67ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენებისა და მოვლის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

  • 8ხე-ტყის დამზადება
  • 5მართვის ორგანოს კომპეტენცია ტყის ფონდის მართვის სფეროში

წყლის შესახებ

  • 14წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 15გარემოს დაცვის დაგეგმვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 303მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება)

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 10ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2510303671515148526752976
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…საქართველოს „წითელი ნუ…დაცული ტერიტორიების სი…საქართველოს ადმინისტრა…სატყეო მეურნეობის მართ…წყლის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026