გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 12. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელება და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების ზედამხედველობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

2.მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულებას ზედამხედველობს დეპარტამენტი.

3.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შეუსრულებლობისთვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.საქმიანობის განმახორციელებელი პირის შეცვლის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ვალდებულება გადადის საქმიანობის განმახორციელებელ ახალ პირზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
135313⁶302912971151333912
მნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…ადამიანის ორგანოთა გად…სამოქალაქო უსაფრთხოები…პროდუქტის უსაფრთხოების…სახელმწიფო შიდა ფინანს…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა