Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებმუხლი 8

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 8. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2029
თემები:დაბინძურების კონტროლიგარემოსდაცვითი პრეტენზიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისას თავდაპირველად უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა.

2.თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შესაძლებელია გონივრულ ვადაში და აღნიშნული არათანაზომიერ ხარჯებს არ მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულება.

3.თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის  განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის ვალდებულება.

4.თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება.

5.თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტოს წერილობით წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის დასაბუთება; ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა სააგენტოს ამ მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნული გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

6.სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დასაბუთების განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია შენიშვნების არსებობისას ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა  (ის არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დასაბუთების წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის დინება.

7.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დეპარტამენტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის დასაბუთება, რაც გულისხმობს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას.

8.ამ მუხლის მე-5, მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

9.გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და გარემოსდაცვით პროგრამაში არსებული თანხების/ასიგნებების ფარგლებში ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე.

10.მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 სექ. 2029). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან · იცვლება 1 სექ. 2029-დან

1. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისას თავდაპირველად უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა. 2. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შესაძლებელია გონივრულ ვადაში და აღნიშნული არათანაზომიერ ხარჯებს არ მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულება. 3. თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის  განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის ვალდებულება. 4. თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება. 5. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სააგენტოს წერილობით წარუდგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ; ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა სააგენტოს ამ მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული ამ გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. 6. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი უნდა შეიცავდეს აგრეთვე ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების იმავე პუნქტებით დადგენილი რიგითობის დასაბუთებას. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დეპარტამენტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სააგენტოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის დასაბუთება, რაც გულისხმობს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას. 8. ამ მუხლის მე-5, მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 9. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და გარემოსდაცვით პროგრამაში არსებული თანხების/ასიგნებების ფარგლებში ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე. 10. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა.

განსხვავება ზემოთ მოცემულ ტექსტთან

1. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისას თავდაპირველად უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა. 2. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შესაძლებელია გონივრულ ვადაში და აღნიშნული არათანაზომიერ ხარჯებს არ მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულება. 3. თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის  განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის ვალდებულება. 4. თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება. 5. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3060 კალენდარული დღისა სააგენტოს წერილობით წარუდგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლადგათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის დასაბუთება;შესახებ; ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90180 კალენდარული დღისა სააგენტოს ამ მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნულიამ გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. 6. სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დასაბუთების განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია შენიშვნების არსებობისას ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს განუსაზღვროსგამოსასწორებელი გონივრულიღონისძიებების ვადა  (ისგეგმის არპროექტი უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დასაბუთების წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვისშეიცავდეს სავალდებულოა.აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში ჩერდებამუხლის ამპირველი−მე-3 მუხლისპუნქტებით მე-5გათვალისწინებული პუნქტისგარემოებების „ბ“იმავე ქვეპუნქტითპუნქტებით დადგენილი ვადისრიგითობის დინება.დასაბუთებას. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დეპარტამენტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულიგანსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3060 კალენდარული დღისა სააგენტოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 და მე-3პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისიგათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის დასაბუთება, რაც გულისხმობს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას. 8. ამ მუხლის მე-5, მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 9. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და გარემოსდაცვით პროგრამაში არსებული თანხების/ასიგნებების ფარგლებში ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე. 10. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2029 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2026

    მე-6 პუნქტი შეიცვალა სააგენტოს მიერ მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დასაბუთების განხილვის 30-დღიანი წესით, ხარვეზის ერთჯერადი დადგენით და „ბ“ ქვეპუნქტის ვადის შეჩერებით. მე-7 პუნქტში შეუძლებლობის დასაბუთება ახლა უკავშირდება მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებელ ღონისძიებებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოს აღდგენასერვისის გვერდი
  • ტერიტორიის რემედიაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 7მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები
  • 12მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელება და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების ზედამხედველობა
  • 9დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 306²გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 46პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 408პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა
  • 409პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 39ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის განხორციელების პროცესში

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 129ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 22საქმიანობის შეწყვეტა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 79⁸გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 30ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306²79⁸408409393046129657129228
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…საქართველოს სისხლის სა…გარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს სამოქალაქო…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026