Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 66

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 66. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვა/გარდაცვალება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ანაზღაურებს.

2.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

3.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, დაღუპული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება მიეცეს დამატებითი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1273 - ვებგვერდი, 22.12.2025წ. თავი XI სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების სახეები და მომსახურების გაწევა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 თებ. 2026· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2025

    66-ე მუხლში დაკრძალვის ხარჯების თანხა 500-დან 2 000 ლარამდე გაიზარდა ორივე პუნქტში, ხოლო მე-2 პუნქტში ერთჯერადი დახმარების ზღვარი 15 000-დან 30 000 ლარამდე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 65¹შემდეგი მუხლი 67

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 22 დეკ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

სახელმწიფო კომპენს… 5მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 65სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანება
  • 61მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები
  • 62საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა

პოლიციის შესახებ

  • 50სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 69დახმარება მოხელის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 11სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 48დახმარება სოციალური მუშაკის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 17სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18³სააგენტოს თანამშრომლის სოციალური დაზღვევა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 71დახმარება მოსამართლის დაღუპვის, დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში

პროკურატურის შესახებ

  • 82დახმარება დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 177სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51771718³711150694876561628266
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…სამოქალაქო უსაფრთხოები…პოლიციის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…შემოსავლების სამსახური…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026