საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 5 (დანართი 1)

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.

2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №2) აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში _ მისი სახელწოდება, საინდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; მოწმეთა სახელი, გვარი და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება; არსებობის შემთხვევაში მითითება კეთდება ჩამორთმეული და დალუქული ნივთებისა და დოკუმენტების შესახებ, ასევე საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

3.თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ოქმის ფორმის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, არ აღმოჩნდება საკმარისი ადგილი სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის, დროის ან არსის სრულად გადმოსაცემად, აღნიშნულ გრაფაში მისათითებელი ინფორმაცია შესაძლებელია გაგრძელდეს ოქმის დანართზე, რომელიც წარმოადგენს A4 ფორმატის თაბახის ფურცელს/ფურცლებს და არის ოქმის განუყოფელი ნაწილი. ოქმის დანართი შესაძლებელია იყოს ბეჭდური სახის ან ხელნაწერი. ოქმის დანართში მიეთითება შესაბამისი ოქმის ნომერი. ოქმის დანართის ყველა გვერდს ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდამრღვევი. ოქმის დანართის ასლი გადაეცემა სამართალდამრღვევს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 27 იანვრის ბრძანება №2-19 - ვებგვერდი, 27.01.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²13240239290⁹6713¹²7 (და…7¹ (დ…6 (და…43²305 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…მეზღვაურთა შრომის შესა…დანაშაულის პრევენციის,…ფულის გათეთრებისა და ტ…მეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა