მუხლი 7^1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3) და დადგენილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4) აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით, გარდა დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რა დროსაც ჯვარედინად მოინიშნება ის გრაფა, რომელშიც მითითებულია ის ნორმატიული აქტი, რომლითაც იხელმძღვანელა დადგენილების გამომტანმა თანამდებობის პირმა და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
