Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 266

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 266. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ვიზაზე უარილიზინგის და სპეციალური აქტების აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹3456789

1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.

1¹.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილება უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

2.დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

2¹.დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

3.თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ამ კოდექსის მე-200 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში ჩამოთვლილი ორგანოები (თანამდებობის პირები) ერთდროულად წყვეტენ ბრალეულის მიერ ქონებრივი ზარალის ანაზღაურების საკითხს, მაშინ საქმეზე მიღებულ დადგენილებაში აღინიშნება ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა, მისი ანაზღაურების წესი და ვადა.

4.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებით უნდა გადაწყდეს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი, აგრეთვე სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისა (ექსპერტისა) და თარჯიმნისათვის ასანაზღაურებული მომსახურების ხარჯების კომპენსაციის საკითხი.

5.კოლეგიური ორგანო დადგენილებას მიიღებს სხდომის მონაწილე კოლეგიური ორგანოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

6.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი, ხოლო კოლეგიური ორგანოს დადგენილებას – კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე და მდივანი.

7.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახდელის ზომის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ან დადგენილება ფორმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.ამ კოდექსის 177 16 ან 177 17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით მიღებული დადგენილება შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მოთხოვნებს, მათი შინაარსის გათვალისწინებით.

9.ამ კოდექსის 177 16 და 177 17 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დადგენილებების მიღების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №598 – სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.174 საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1921 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 6 თებ. 2025
წინა მუხლი 265შემდეგი მუხლი 267

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადმინისტრაციული საჩივარი და გადაწყვეტილების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამშენებლო სამართალდარღვევის დადგენილების აღსრულება (დემონტაჟი, შეჩერება)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-02-06
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 177¹⁷მუხლი 200

მიუთითებენ მასზე

მუხლი 242

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 260ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადება
  • 267დადგენილებათა სახეები
  • 264ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7¹საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 30ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 43²ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 29ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 60საქმის წარმოებისას გამოსარკვევი გარემოებები და ადმინისტრაციული სახდელის დადება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 7³სამართალწარმოება

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 67ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
177¹⁷2002422602672647³67477¹43²26306029266
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…მეზღვაურთა შრომის შესა…ფულის გათეთრებისა და ტ…სამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026