დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: ა) მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე; ბ) მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს; გ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) არ არსებობს დავის საგანი; ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა; ვ) საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში; ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; თ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6817) . ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს; კ) მომჩივანი გარდაიცვალა; ლ) გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში; მ) მომჩივნის მოძიება შეუძლებელია; ნ) საჩივარი ანონიმურია; ო) გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
მუხლი 301. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №166 · ძალაშია 1 იან. 2021-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

